
რადიო კომერსანტის ცნობით, კომპანია HP კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე საკუთარი ლიდერობის შესახებ საუბრობს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მისი წარმომადგენლის განცხადებით, თბილისის ახლადგახსნილი ქარხნის პროდუქციის მიერ მათთვის კონკურენციის გაწევაზე საუბარი ნაადრევია.
მეტიც: კომპანიის IPG-მენეჯერის შოთა ლეკაშვილის განცხადებით, მათი წილი ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო იზრდება.შეგახსენებთ: თვენახევრის წინ გახსნილი, კომპიუტერების ქარხნის წარმოების დირექტორი ზურაბ მუნჯიშვილი commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სხვა კომპანიებს კონკურენციას ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებით უწევენ.
მისი თქმით, ქართული ბაზარი შესწავლილი აქვთ და იციან, რა სეგმენტი როგორ კომპიუტერს მოითხოვს. მუნჯიშვილის განმარტებით, მათთან შეძენილი ტექნიკის ექსპლოატაცია მომხმარებელს უფრო იაფი უჯდება, რადგან, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, სადაც ავტორიზებულ ცენტრებთან მიმართვაა აუცილებელი, საჭირო მომსახურებას კლიენტი 24 საათის განმავლობაში იღებს.მისივე თქმით, კომპანიის პროდუქცია ქართულ ბაზარზე კონკურენციას ისეთ გიგანტებსაც გაუწევს, როგორიც HP-ია.
Hewlett-Packard-ის წარმომადგენელი კი commersant.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე მათი კონკურენტები ისეთი მსოფლიო ბრენდები არიან, როგორებიცაა Deli, Lenovo და სხვა.
„როგორც საქართველოს მოქალაქე, მივესალმები ამ საწარმოს გახსნას, რადგან ეს ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულია. რაც შეეხება კონკურენციას, ჩემთვის უცნობია, რა გათვლები აქვს ამ საწარმოს, რა ნიშის დაკავებას გეგმავს. ცხადია, ახალი მოთამაშის გამოჩენა კონკურენციას გარკვეულწილად გაზრდის, თუმცა ჩვენი კონკურენტები ადგილობრივ ბაზარზე იგივე კომპანიები არიან, რომლებიც HP-ს კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე უწევენ. საქართველოში ჩვენ ბაზრის ლიდერები ვართ და ეს წილი მუდმივად იზრდება. რაც შეეხება სერვისს, ჩვენ ამ მხრივაც ლიდერის პოზიციები გვაქვს, რადგან სამ ავტორიზებული სერვის-ცენტრს ვფლობთ,“ - აცხადებს ლეკაშვილი.
შეგახსენებთ: საცალო ბაზარზე კომპანია HP-ს ოფიციალური წარმომადგენელი „ელიტ ელექტრონიქსია." შოთა ლეკაშვილის თქმით, მათი კომპანია რითეილ-ბაზარზე სათანამშრომლოდ მოლაპარაკებებს სხვა ქართულ კომპანიებთანაც აწარმოებს, თუმცა რომელ მოთამაშეზეა საუბარი, არ აკონკრეტებს.
Related Stories