საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ახალი Windows 8 “კონკურენტებს” დაემსგავსება

ავტორი ნეტგაზეთი

28/09/2011 11:35 (237 დღე 20:56 minutes ago)

microsoft-windows-8.jpg

ახალი ოპერაციული სისტემა Windows 8-ის ჩატვირთვა სულ რაღაც 8-9 წამში მოხდება. ამ “აჩქარების” შესახებ იუწყება კორპორაცია 'მაიკროსოფტი' ოფიციალური ბლოგი ს მეშვეობით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ბლოგი 'ააშენე Windows 8' მთლიანად მომავალ ოპერაციულ სისტემას ეთმობა. კომპანია 'მაიკროსოფტის' ცნობით,  Windows 8  პირველი ვერსია 2012 წელს გამოვა.

სადემონსტარციო რგოლში ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ჯერ კიდევ დაუსრულებელი Windows 8 პორტატულ კომპიუტერზე.

თვითონ ოპერაციული სისტემა იშვებს ე.წ. 'ნულოვანი დონიდან' – სადემონსტრაციო ჩვენებისას კომპიუტერიდან კვების ბლოკის ამოღების და მისი ისევ ადგილზე დაბრუნების შემდეგ , Windows 8-ის სამუშაო მაგიდა გამოჩნდა 8 წამში.

Microsoft-მა ასევე შეადარა Windows 8-ს  ჩატვირთვის დრო მის წინამორბედისას - Windows 7-ს. ტესტირება 30 კომპიუტერზე მოხდა. აღმოჩნდა, რომ ახალი Windows 8  30-70%-ით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ჩატვირთვაზე. ეს დრო საბოლოოდ კომპიუტერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

ოპერაციული სისტემის აჩქარება შესაძლო გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროგრამისტებმა შექმნეს ბოლო შესრულებული ოპერაციის მყარ დისკზე შენახვის ფუნქცია. ანუ, ის რაც უნდა ჩაიტვირთოს დღეს, გუშინ გამორთვისას ცალკე მონაცემებად შეინახა ახალმა Windows 8-მ.

ასე რომ, კომპიუტერის ჩართვისას სრულდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც გამორთვამდე სრულდებოდა.

მსგავსი მიდგომა ამჟამინდელ Windows 7-იც არის გათვალისწინებული, თუმცა ლიცენზირებული Windows 7-იც კი ნახევარ წუთზე მეტ დროს ხარჯავს ჩატვირტვაზე.

მოგვიანებით Microsoft-მა კიდევ რამოდენიმე ინოვაციის შესახებ გვამცნო, რომელიც Windows 8-ს შეეხება.  ამჯერად ახალი ოპერაციული სისტემა აღიჭურვება იგივე ინტერფეისით, როგორც აქვს Linux-ს და MacOS-ს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group