ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

კვლევა: ახალგაზრდების მესამედისთვის ინტერნეტი ჰაერივით და საკვებივით აუცილებელია

28/09/2011 16:39 (237 დღე 15:54 minutes ago)

facebook4.jpg

მსოფლიო ში კოლეჯის ყოველი მესამე სტუდენტი და ახალგაზრდა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი ადამიანის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც ჰაერი, წყალი, საკვები და საცხოვრებელი. რადიო კომერსანტის ცნობით, ასეთი შედეგებით დასრულდა კომპანია Cisco-ს კვლევა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანიის წარმომადგენელთა დასკვნით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და გლობალურ ქსელს საკუთარი ცხოვრების „განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს. ამასთან, ინტერნეტი მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ავტომობილ ი, პაემანი და საღამოს გართობა.

„თუ ადრინდელი თაობები უპირატესობას პირად ურთიერთობებს ანიჭებდნენ, ახალ თაობას ონლაინ-რეჟიმში ურთიერთობისკენ აქვს მიდრეკილება. კოლეჯების სტუდენტთა 27% Facebook-ის საშუალებით ურთიერთობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე საღამოებს, პაემნებს, მუსიკასა და მეგობრებთან გასეირნებას,“ - ამბობენ ექსპერტები. ამავე დროს, კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების 66% და ახალგაზრდა თანამშრომელთა 58% მობილურ მოწყობილობებს - ნოუთბუქებს, სმარტფონებსა და პლანშეტებს მათ ცხოვრებაში ყველაზე „მნიშვნელოვან ტექნოლოგიებად“ მიიჩნევს.

გამოკითხვა 30 წლამდე ახალგაზრდებს შორის, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group