
რადიო კომერსანტის ცნობით, Ipad-ებისა და Iphone-ების ახალი მოდელები ქართული კლავიატურით გამოვა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ commersant.ge-ს Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი კომპანიის Iphone+ის მენეჯერმა ალექსანდრე რევაზიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში აღნიშნული მოწყობილობები ქართველ მომხმარებელში საკმაოდ პოპულარული გახდა და თუ აქამდე მათ მიმართ ინტერესს უცხოელები და ბიზნესმენები გამოხატავდნენ, ახლა საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელიც გააქტიურდა. ამის მიზეზი ამ მოწყობილობების საგანმანათლებლო ფუნქციებია.
„Ipad-ებში ჩატვირთულია სასწავლო და სათარგმნი პროგრამები. გარდა ამისა, მათში უკვე შეყვანილია 1000-მდე წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორისაა „ვეფხისტყაოსანი,“ „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვა კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები. ამ თვისებების გამო ბევრი მშობელი ამ მოწყობილობებს თავიანთი შვილებისთვის ყიდულობს. ახლა კი ეს მოწყობილობები ქართული კლავიატურით გამოვა,“ - აცხადებს რევაზიშვილი.
Related Stories