მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

„ტექნობუმი“ და "ელიტ ელექტრონიქსი": „OK“ კონკურენციას ვერცერთი მაჩვენებლით ვერ გაგვიწევს

03/10/2011 15:07 (232 დღე 17:29 minutes ago)

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „OK“ „ტექნობუმს“ კონკურენციას ვერცერთი მაჩვენებლით ვერ გაუწევს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ commersant.ge-ს „ტექნო ბუმის“ დირექტორმა ეთერ ქოქოლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ: „ევროტექნიკსის“ მაღაზიათა ახალი ქსელი OK ბაზარზე ექსკლუზიურობისა და ყველაზე დაბალი ფასების ამბიციით შემოვიდა. კომპანია OK-ს პირველი მაღაზია პირველ აგვისტოს გაიხსნა და ოთხი სხვადასხვა ფილიალი აქვს. დეკემბერში კომპანია ახალი მაღაზიის გახსნას გლდანში გეგმავს.

ქსელში აცხადებენ, რომ მათთან ყველაზე დაბალი ფასები, ექსკლუზიური პროდუქცია და ფართო არჩევანია. მაღაზიების კოორდინატორის მარიამ დოლიძის თქმით, მათ ექსკლუზიურად შემოაქვთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა იტალიური „ზანუსი“, „ფენდი“ და სხვა. ფასები კი 7 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდეა. „ტექნო ბუმის“ დირექტორის ეთერ ქოქოლაძის თქმით კი, მათ ქსელს ყველა ბრენდის პროდუქცია შემოაქვს და ყველაზე დაბალი ფასების გარანტიაც აქვთ. ამიტომ, ქოქოლაძის განცხადებით, OK-ს პრეტენზიები ექსკლუზიურობისა და ყველაზე დაბალი ფასების შესახებ უსაფუძვლოა.

„ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ერთი თვის განმავლობაში შეძენილი პროდუქცია უკან დააბრუნოს, თუკი სხვა ქსელში იგივე პროდუქტს უფრო იაფად ნახავს. ამიტომ ვერცერთ კომპანიის ვერ ექნება ექსკლუზიური პროდუქცია და ჩვენზე დაბალი ფასი,“ – ამბობს ეთერ ქოქოლაძე.

რაც შეეხება ბაზრის კიდევ ერთ მსხვილ მოთამაშეს, „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის მენეჯერის  დავით კაკიაშვილის თქმით, „OK“ დაბალი ფასით სერიოზულ კონკურენციას ვერ მოახერხებს, რადგან „ელიტ ელექტრონიქსი“ ბაზარზე კარგად დამკვიდრებული ბრენდია და მომხმარებელს, სხვებთან შედარებით, უკეთეს მომსახურებას სთავაზობს. ექსკლუზიური პროდუქცია კი, კაკიაშვილის თქმით, მათ კომპანიასაც შემოაქვს. „გორენიე“ და „ბოში“ ჩვენი ექსკლუზივია და მათ უკეთესი პოზიციონირება აქვთ ბაზარზე, ვიდრე სხვა რომელიმე ექსკლუზიურ პროდუქტს,“ – ამბობს კაკიაშვილი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group