ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

„Iphone+“-ს ქართული შრიფტის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ

04/10/2011 16:26 (231 დღე 16:11 minutes ago)

კომპანია Iphone+ არ არის Apple-ის ავტორიზირებული დილერი და ის ქართული შრიფტის გამოყენების ან სხვა საკითხებზე Apple-თან ვერავითარ მოლაპარაკებას ვერ გამართავს. ამის შესახებ commersant.ge-ს „საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი გოგელიამ განუცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შეგახსენებთ: Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი კომპანიის Iphone+ის მენეჯერმა ალექსანდრე რევაზიშვილმა commersant.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი კომპანია Ipad-ებისა და Iphone-ისთვის ქართული შრიფტის შექმნაზე მუშაობს. დიმიტრი გოგელიას თქმით კი, ქართული ენის დამატების საკითხზე მხოლოდ მათი ორგანიზაცია მუშაობს და მხოლოდ მათ აქვთ სრული და რეალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

გოგელიას განმარტებით, „საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფმა“,  რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს, საოპერაციო სისტემა Mac OS X 10.7-ში ქართული კლავიატურის დამატებაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და კლავიატურაც დამატებულია. „მეორე პროექტია ქართული კლავიატურის დამატება საოპერაციო სისტემა iOS-ში (ამ საოპერაციო სისტემაზე მუშაობს iPhone/iPad-ები). ამ შემთხვევაშიც შეთანხმება მიღწეულია. კლავიატურის დამატება მოხდება რამდენიმე თვის შემდეგ და არა iPad-ის ახალ მოდელში, როგორც ამას ბატონი რევაზიშვილი აცხადებს,“ - ამბობს გოგელია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group