საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

iPhone 4S-ის გაყიდვებმა ყველა რეკორდი მოხსნა

11/10/2011 12:23 (224 დღე 20:17 minutes ago)

iphone4s.jpg

რადიო კომერსანტის ცნობით, ახალ სმარტფონზე iPhone 4S-ზე წინასწარი შეკვეთების რიცხვმა Apple-ის პროდუქტების ყველა წინა რეკორდი მოხსნა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

წინასწარი შეკვეთების დაწყების გამოცხადებიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში მომხმარებლებმა მილიონი ერთეული ასეთი მოწყობილობა დაუკვეთეს.

 

წინა რეკორდი - 24 საათის განმავლობაში 600 ათასი შეკვეთა - iPhone 4-ს ეკუთვნის. მონაცემებს თავად Apple-ი ავრცელებს.

წინასწარი შეკვეთები iPhone 4S-ზე 2011 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ახალი მოწყობილობის გაყიდვები 14 ოქტომბერს დაიწყება. თვის ბოლოს კი ის კიდევ 22 ქვეყნის, ძირითადად ევროპულ ბაზრებზე გამოჩნდება. iPhone-ის განახლებული ვერსია Apple-მა 4 ოქტომბერს წარმოადგინა.

ანალიტიკოსები და კომპანიის თაყვანისმცემლები ელოდებოდნენ, რომ პრინციპულად ახალი მოდელი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა Apple-ი სმარტფონის მოდერნიზებით შემოიფარგლა. კერძოდ, ახალი მოწყობილობა ორბირთვიან პროცესორ A5-ზე მუშაობს, რომელიც 8-მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი, შეიცავს ხმოვანი მართვის ტექნოლოგია Siri-სა და სერვის iCloud-ს.

ახალი მოდელის პრეზენტაციის მეორე დღეს Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა. სმარტფონი iPhone 4S მის მიერ შექმნილი უკანასკნელი პროდუქტი აღმოჩნდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group