
მალე ნაბეჭდი წიგნების ნაცვლად ქართველ მყიდველებს ელექტრონული წიგნების
წამკითხველი დევაისის - იოტა რიდერის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირველი ქართული რიდერი იოტა ქართულ ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება. იოტა რიდერის ფასი 350 ლარს შეადგენს, რაც უფრო ძვირია, ვიდრე „ამაზონის“ ქინდლი და „სონის“ რიდერი ღირს. ქართული რიდერის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ იოტა რიდერი მყიდველებს მოიზიდავს.
იოტა რიდერის შეძენა მყიდველებს Lit.ge -ზე, ტექნიკის მაღაზიებსა და წიგნის მაღაზიებში შეეძლებათ.
იოტა რიდერი მსოფლიო ს ლიდერი აი-თი კომპანიების ოფიციალური პარტნიორისა და წარმომადგენლის „იუჯითის“ შვილობილი კომპანია შპს „ლითერასის“ პროდუქტია. იოტა რიდერი ჩინეთშია დამზადებული ჩინური კომპანიის Onyx კორპორაციის მიერ. „აქ ასობით ათას ინვესტიციაზეა საუბარი. იოტა რიდერში ინტეგრირებულია ელექტონული წიგნების დაცვის სისტემა, რომელიც სპეციალურად ამ მოწყობილობისათვის შეიქმნა. წიგნის გადმოწერის შემდეგ მკითხველს მისი წაკითხვა მხოლოდ იოტა რიდერში შეუძლია, ასევე შეუძლებელია იოტა რიდერში გადმოწერილი წიგნის სხვა იოტა რიდერში გადაწერა,“ გვითხრა შპს „ლითერასის“ დირექტორმა ავთო სულაძემ.
უკაბელო ინტერნეტის საშუალებით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას პირდაპირ იოტა რიდერში ჩამოიტვირთოს წიგნები Lit.ge-ს ინტერნეტ-მაღაზიიდან. მომხმარებელს ქართულ კლასიკასთან ერთად Lit.ge - დან ცნობილი ქართველი მწერლების ჯერ არ გამოცემული წიგნების გადმოწერა შეეძლება. „ წიგნის ფასს ავტორი და გამომცემელი ადგენს. ქართული კლასიკა სრულიად უფასო იქნება, რადგან საავტორო უფლებების ვადა კლასიკას გაუვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა. მაგრამ ქართველი ავტორის ის წიგნები, რომელთაც საავტორო უფლებების ვადა ჯერ არ გასვლიათ, ფასიანი იქნება. წესებს საავტორი უფლებების შესახებ მოქმედი კანონი არეგულირებს“ თქვა სულაძემ.
წიგნის ავტორს შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ონლაინ–რეჟიმში აკონტროლოს გაყიდვები.
იოტა პირველი ქართული რიდერია, რომელსაც აქვს ქართული მენიუ და ტექსტში საძიებელი, აგრეთვე ქართული შრიფტების სრული მხადაჭერა. სქრინსეივერიც კი ქართველი მხატვარის გიორგი ნავროზაშვილის დიზაინით არის შექმნილი. „იოტა რიდერით წიგნის კითხვისას შესაძლებელია სასურველი ზომის და ფორმის შრიფტის შერჩევა, აგრეთვე სტრიქონებს შორის მანძილის დარეგულირება. გარდა ამისა, მფლობელს შეუძლია რიდერში ჩანაწერებისა და ჩანახატების გაკეთება, აგრეთვე მუსიკის და აუდიო ჩანაწერების მოსმენა,“ გვითხრა სულაძემ. სწორედ ეს განასხვავებს იოტას სხვა რიდერებისაგან.
დამატებით, იოტა რიდერში ავტორს შეეძლება ავტოგრაფის გაკეთება წიგნზე, ფაილზე.
იოტა რიდერი მარტივი დიზაინისაა. იგი აღჭურვილია E-INK ტექნოლოგიით და სრულიად უსაფრთხოა თვალებისთვის.
ელექტრონული რიდერების მეხსიერება 5,000 წიგნს იტევს. შესაძლებელია მეხსიერების გაზრდაც სპეციალური ჩიპის საშუალებით. ბატარეიის მუშაობის ხანგრძლივობა, დატენვის შემდეგ ერთი თვე გასტანს.
სულაძის განცხადებით იოტა რიდერის ფასი უახლოეს მომავალში დაიწევს და 350 ლარზე ნაკლები ეღირება. „ ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტექნიკა დღითიდღე იაფდება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ქართული ბაზარი და ვფიქრობთ რომ ის იოტა რიდერისთვის მზად არის. მოგებას ერთი წლის შემდეგ ველოდებით,“ გვითხრა სულაძემ.
იოტა რიდერის ბევრი ანალოგი არსებობს და ისინი ძალიან პოპულარულია მსოფლიო ში. სონი, რომელიც პიონერია ამ საქმეში, ელექტრონული წიგნის რიდერს 149 დოლარად უშვებს. „ამაზონის“ ქინდლი – 79 დოლარიდან–189 დოლარამდე ღირს, ნუკი რიდერი – 349 დოლარი და აიპადი – 499 დოლარი ღირს.
Related Stories