ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

Samsung-მა სმარტფონების გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო

21/10/2011 14:59 (214 დღე 17:43 minutes ago)

მესამე კვარტალში სამხრეთ კორეულმა Samsung-მა სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებლით ამერიკულ Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიო ში პირველ ადგილზე გავიდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის მონაცემებით, მესამე კვარტალში Samsung-მა ბაზარს მინიმუმ 20 მილიონი სმარტფონი მიაწოდა, Apple-მა კი 17,07 მილიონის რეალიზაცია მოახდინა მოსალოდნელი 20 მილიონის ნაცვლად. ამ სეგმენტში მესამე ადგილზე Nokia-ა 16,8 მილიონი გაყიდული სმარტფონით.

Samsung-ი ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. მესამე კვარტლის ფინანსურ მოხსენებას კომპანია მომავალი კვირის დასაწყისში წარმოადგენს.

თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Apple-მა საკუთარი სმარტფონების გარშემო მთელი იდეოლოგიის შექმნა შეძლო, რომელიც უახლოეს მომავალში მას საშუალებას მისცემს კონკურენტებთან შედარებით მაღალი მარჟა შეინარჩუნოს. მაგალითად, Samsung-ი თითოეული გაყიდული მოწყობილობიდან 13,7% მოგებას იღებს, Apple-ი კი სულ მცირე, ორჯერ მეტს.

Samsung-ი სმარტფონებს სამი საოპერაციო სისტემის, Android-ის, Windows Phone 7-ის და საკუთარ პლატფორმაზე bada-ზე აწარმოებს. ეს უკანასკნელი მან Google-თან თანამშრომლობით შექმნა.

კომპანია Samsung-ი Apple-თან საპატენტო ომს აწარმოებს, Apple-ი, თავის მხრივ, სამხრეთ კორეულ კონკურენტს iPhone-ისა და iPad-ის დიზაინის კოპირებაში ადანაშაულებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group