| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ფრანგული კომპანია ALCATEL (ალკატელი) საქართველოში პირველად ტელეფონის მსოფლიო პრემიერას გამართავს.
პირWელის ცნობით, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მობილურ ოპერატორ “ ბილაინი ს” აბონენტები საქართველოში პირველები გახდებიან, რომლებიც ALCATEL-ის უახლეს მოდელს ONE Touch ot 818-ს იხილავენ.
მობილური ტელეფონის მსოფლიო პრემიერას ALCATEL-ის დირექტორი გაყიდვების მიმართულებით ალექანდრე არშინოვი გამართავს.
"ჩვენ საქართველოს ბაზარს დიდი ხანია, ვაკვირდებით და დავრწუნდით, რომ ის ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველია როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე იმ ინფრასტრუქტურული საშუალებებით, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. გადავწყვიტეთ, სხვა, უფრო დიდი ქალაქების ნაცვლად, მსოფლიო პრემიერა საქართველოში გაგვემართა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისთვის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის უფრო მეტი ღონისძიება გაიმართოს. " ბილაინი ს" დახმარებით ჩვენ საკმაოდ აქტიურ მოთამაშეებად გადავიქეცით საქართველოს სატელეფონო ბაზარზე. მომხარებელს უკვე ვთავაზობთ 10-ზე მეტი ტელეფონის ასორტიმენტს სხვადასხვა საფასო სეგმენტში," - განაცხადა "ალკატელის" წარმომადგენელმა ალექსანდრე არშინოვმა.
" ბილაინი ს" გენერალური დირექტორის ანდრეი პიატახიანის თქმით კი, კომპანია უკვე წელიწადზე მეტია, მომხმარებელს "ალკატელის" ფირმის ტელეფონებს სთავაზობს. ამ ტელეფონების გასაოცარმა პოპულარობამ და მათმა ხარისხმა კომპანიასთან ექსკლუზიური თანამშრომლობის საჭიროება დაგვანახა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ALCATEL -ის ტელეფონის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი " ბილაინი ს" კამპანიის ფარგლებში "ნათელი ფერები ბავშვებს" ქველმოქმედებას მოხმარდება.
უახლესი მობილური ტელეფონიდან პირველ ზარს კოჯრის ბავშვთა სახლის დასახმარებლად, მოკლე ნომერზე ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა განახორციელებს.
მსოფლიო პრემიერას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის, ასევე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისის შემდეგ ტელეფონის მსოფლიო პრემიერა პარიზში, შანჰაიში, და მსოფლიო ს სხვა ქალაქებში გაიმართება.
ტელეფონი გაყიდვაში რამდენიმე კვირაში გამოვა.
Related Stories