| Samsung–ი დრეკადი ეკრანის მქონე მობილურების წარმოებას იწყებს |
|
29/10/2011 11:02 (206 დღე 21:44 minutes ago) | ||||||||||||
![]() კომპანია Samsung–ი მომავალი წლიდან დრეკადი ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობების გამოშვებას დაიწყებს. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით IDG News იუწყება.
თავდაპირველად დრეკადი ეკრანები მობილურ ტელეფონებში გამოჩნდება, მოგვიანებით კი მას პლანშეტებსა და სხვა მოწყობილობებზეც გამოიყენებენ. მომავალი აპარატების მახასიათებლებს Samsung–ი ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


