
რადიო კომერსანტის ცნობით, მაღაზია iPhone+ში iPhone 4S-ის გაყიდვები დაიწყო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 29 ოქტომბერს, გაყიდვების პირველივე დღეს, რეალიზაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 350 მდე iPhone 4s გაიყიდა.
„სავარაუდოდ, დიდი მოთხოვნა გამოწვეულია ისეთი ინოვაციური ფუნქციებით, როგორიცაა "სირი" ანუ ხმოვანი ასისტენტი, ასევე ორჯერ უფრო სწრაფი მონაცემებით ახალი ორბირთვიანი პროცესორი A5,“ - განმარტავენ კომპანიაში.
მათივე თქმით, ახალ „აიფონში“ გაუმჯობესდა კამერა, 8მპ ფოტოკამერა, არის 1080p მაღალი გარჩევადობის ვიდეოკამერა და, რაც მთავარია, ამ მოწყობილობაზე რეგიონის მასშტაბით ყველაზე დაბალი ფასი ფიქსირდება. კერძოდ, iPhone 4s-ის ფასები iPhone+ ში იწყება 1949 ლარიდან და 2449 ლარამდეა მოცულობის მიხედვით.ხოლო iPhone 4 ის ფასები 1275 ლარიდან იწყება.
Related Stories