ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

კომპანია „გრინნეტი“„ცისკოს“ოქროს პარტნიორი გახდა

01/11/2011 13:02 (203 დღე 19:48 minutes ago)

ქსელური გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანია "გრინნეტი" -ერთადენთი ქართული კომპანიაა, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების დარგში მსოფლიო ში ლიდერი კომპანიის - "ცისკოს" ოქროს ქარტნიორის სტატუსი მიენიჭა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ცისკომ"„გრინნეტი" საქართველოს სისტემების წამყვან ინტეგრატორად და ქსელური გადაწყვეტების მიმწოდებლად გამოაცხადა. აღნიშნული სტატუსი იმ კომპანიას ენიჭება, რომელიც „ცისკოს“  სერვისებისა და შეთავაზებების ინტეგრირებას პარტნიორული პროგრამის შესაბამისად ახორციელებს, მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარი გუნდის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ისე მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებაზე.

აღსანიშნავია, რომ ოქროს პარტნიორის სტატუსი იმ კომპანიებს ენიჭებათ, რომლებიც „ცისკოს“  სერვისებისა და შეთავაზებების ინტეგრირებას პარტნიორული პროგრამის შესაბამისად ახორციელებენ. ამასთანავე ზრუნავენ საკუთარი გუნდის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებაზე.

„კომპანიის სისტემების არქიტექტორის ნიკოლოზ დავითაშვილის თქმით, ისინი ლიდერები არიან ქსელური და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. “გრინნეტი" მსოფლიო ში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების პარტნიორია, რომელთა მეშვეობით რეგიონში არსებული კომპანიებისათვის ხელმისწვდომი ხდება უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. “ცისკოს" ოქროს პარტნიორის სტატუსი საშუალებას მისცემს კომპანიას კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელთა ფართო სპექტრს," -აღნიშნა მან.

"გრინნეტს" მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Cisco Systems, Sun Microsystems, HP, Apple, Symantec, Microsoft, Zyxel.

"გრინნეტის" მიზანია, ბიზნესი ს განვითარების ხელშეწყობა უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით მოახდინოს.

"გრინნეტი" 1998 წელს დაარსდა და სულ მცირე დროში შეძლო, საქართველოსა და მთელს რეგიონში სისტემური ინტეგრატორი და ქსელურიგადაწყვეტების წამყვანი მიმწოდებელი გამხდარიყო.

სადღეისოდ "გრინნეტის" მომხმარებლები როგორც ფინანსური და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ასევე მსხვილი კორპორაციები და მცირე და საშუალო საწარმოები არიან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group