| „გლობალ ტივიმ“ დაფარვის ზონა იმერეთსა და აჭარაზე გაავრცელა |
|
02/11/2011 16:58 (202 დღე 15:52 minutes ago) | ||||||||||||
|
ციფრული ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანია „გლობალ ტივი“ დაფარვის ზონას აფართოებს.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, თეონა მეგრელიშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ მათ ტესტურ რეჟიმში უკვე გაუშვეს არხები იმერეთსა და აჭარაში. სამომავლოდ კი, მომსახურების დამატებას სამცხე–ჯავახეთშიც აპირებენ. ამ ეტაპზე კომპანიის სერვისი თბილისის გარდა კახეთსა და ქართლში ფუნქციონირებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

