
ტექნიკის ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა „სამსუნგზეა“. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ
commersant.ge–ს „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის მენეჯერმა დავით
კაკიაშვილმა განუცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ცნობისთვის: სამხრეთ კორეული კომპანიის Samsung Electronics-ის ძლიერი კონკურენციის გამო Sony-ს ძირითადი ბიზნესი უკვე შვიდი წელია ზარალს განიცდის.Sony მიმდინარე ფინანსურ წელს 1,2 მილიარდი დოლარის წაგებას ელოდება.
დავით კაკიაშვილის თქმით, მსოფლიო ტენდენციები ქართულ ბაზარზეც ფიქსირდება: მაღაზიაში შესული მომხმარებლის 75% თავდაპირველად სწორედ „სამსუნგის“ ტექნიკა ს კითხულობს და სხვა ბრენდის პროდუქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ირჩევს, თუკი მისთვის სასურველი, „სამსუნგის“ პროდუქცია მაღაზიაში არ აღმოჩნდება.
„ელიტ ელექტრონიქსის“ მენეჯერის განცხადებით, „სონის“ გაყიდვები საქართველოში „სამსუნგზე“ დაბალია. ამის მიზეზი კი „სონის“ მაღალი ფასია.
„სონის“ აქვს სტრატეგია, რომ მას „სამსუნგზე“ ოდნავ მაღალი ფასი უნდა ჰქონდეს. ეს კი საქართველოში მის გაყიდვებზე მოქმედებს,“ – ამბობს დავით კაკიაშვილი.
მაგალითისთვის მას „სამსუნგის“ LED ტიპის, 32-ინჩიანი ტელევიზორი მოჰყავს, რომელიც საშუალოდ 1200 ლარი ღირს, „სონის“ იმავე ტიპის ტელევიზორის ფასი კი 1300-დან 1400-მდე ლარია.
„მეგატექნიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქართველი მომხმარებელი გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ფასის მიხედვით იღებს და მისთვის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება „სონის“ გაყიდვებს, ხუციშვილის ინფორმაციით, 2009 წლის შემდეგ ამ კომპანიის წარმოებულ ტექნიკა ზე მოთხოვნა სტაბილურია. „ამ კომპანიას ქართულ ბაზარზე ისედაც არ ჰქონდა დიდი წილი. ბოლოს კი, „სონის“ გაყიდვები 2009 წელს შემცირდა,“ – ამბობს ლაშა ხუციშვილი.
Related Stories