
კომპანია Apple-ს დირექტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული , სტივ ჯობსის ადგილი არტურ ლევინსონმა დაიკავა.
ლევინსონი Apple-ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში 2000 წლიდან იმყოფება, 2005 წლიდან კი საბჭოს თანათავმჯდომარეა.
ამ დრომდე ის საბჭოს სამივე კომიტეტში – აუდიტის, ფინანსურდა კორპორატიულ კომიტეტებში მუშაობდა, თუმცა, ახალი თანამდებობის მიღების შემდეგ მუშაობას მხოლოდ აუდიტის კომიტეტში განაგრძობს.
"არტურ ლევინსონმა კომპანია Apple-ის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი, როგორც ლიდერის თვისებებს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა.
Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 56 წლის ასაკში 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
Related Stories