| Amazon-ის ახალი პლანშეტი ბესტსელერად იქცა |
|
16/11/2011 14:31 (188 დღე 18:24 minutes ago) | ||||||||||||
![]() პლანშეტური კომპიუტერი Kindle Fire-ი, რომელიც ბაზარზე გასულ ორშაბათს გამოჩნდა, უკვე ბესტსელერი გახდა. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ კომპანია Amazon-ში განაცხადეს, რომელმაც ეს მოწყობილობა გამოუშვა.
კომპანიის წარმომადგენლებს ციფრები არ დაუსახელებიათ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ მაღალმა მოთხოვნამ ისინი აიძულა, გაეზარდათ წარმოების ტემპები და წლის ბოლომდე Amazon-ი 5 მილიონამდე ასეთი პლანშეტის რეალიზაციას გეგმავს.ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს Kindle Fire-ის პირველი ეგზემპლარები და დაადგინეს, რომ მის წარმოებაში Samsung-ის, LG-ს, Texas Instruments-ისა და Hynix-ის კომპონენტები გამოიყენება.ძირითადი პროცესორი - OMAP 4430 - Texas Instruments-ს ეკუთვნის და ის დამატებების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. პლანშეტი ასევე აღჭურვილია Samsung-ის წარმოების, 8-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. Hynix-ისგან კი მოწყობილობამ DDR 2 ტიპის მეხსიერება მიიღო. Kindle Fire-ს LG-ს ფერადი სენსორული ეკრანი და Wi-Fi-ს მოდული აქვს, მაგრამ 3G-ს მხარდაჭერა არ გააჩნია. იგი მობილურ საოპერაციო სისტემა Android 2.3-ზე მუშაობს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


