
Google–ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა ფონდ Wikimedia Foundation–ში,
რომელიც უფასო ონლაინ–ენციკლოპედია Wikipedia–ს ავითარებს, 500 ათასი
დოლარი გადარიცხა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბრინმა და მისმა მეუღლემ თანხები პირადი საქველმოქმედო ფონდიდან გაიღეს.
ფანდრაიზინგული კამპანია პროექტ Wikipedia–სთვის გასულ კვირას დაიწყო. ბანერი „ვიკიპედიის“ დამფუძნებლის ჯიმი უეილსის ფოტოთი და შემოწირულობის გაღების თხოვნით ონლაინ–ენციკლოპედიის გვერდებზე უკვე გამოჩნდა. შეგახსენებთ: Google–ის წარმომადგენლები „ვიკიპედიას“ პირველად არ ეხმარებიან – გასულ წელს პროექტმა კომპანიისგან 2 მილიონი დოლარი მიიღო.
„ვიკიპედიის“ დამფუძნებელმა ჯიმი უეილსმა სერვისი ათი წლის წინ ჩაუშვა. ამჟამად ონლაინ–ენციკლოპედია მომხმარებლების შემოწირულობებით არსებობს. გასული წელი ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით Wikipedia–სთვის ყველაზე წარმატებული იყო: 500 ათასზე მეტმა ადამიანმა ფონდში 16 მილიონი დოლარი გადარიცხა. ეს ფული ძირითადად სერვერების მხარდაჭერას მოხმარდება.
Related Stories