მოუთმენლობა, სიბრაზე, მხიარული განწყობა – მეცნიერებმა ახალი კომპიუტერული
სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც ადამიანის ემოციის ამოცნობა ხმის მიხედვით
შეეძლება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პროექტი ორი ესპანური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა.
ემოციის ამოცნობა შემდეგინაირად მოხდება: კომპიუტერი გააანალიზებს თქვენი საუბრის ტონს, ლაპარაკის სიჩქარეს, საუბრისას პაუზების რაოდენობას და ენერგიულობას და ამის შემდეგ მიხვდება, თუ როგორ ხასიათზე ხართ.
ერთ–ერთი მკვლევარის თქმით, მას შემდეგ რაც პროგრამა თქვენს ხასიათს ამოიცნობს, ის ამის მიხედვით იმოქმედებს. კომპიუტერს უკვე ეცოდინება, თუ რა ხერხს მიმართავთ ცუდი ხასიათის გამოსასწორებლად, ან რისი ხილვა გსიამოვნებთ, როცა კარგ ხასიათზე ხართ, ასეთი მონაცემები შენახული იქნება თქვენი ნებისმიერი ხასიათის მიხედვით და მას შემდეგ, რაც კომპიუტერი ემოციას ამოიცნობს, თქვენი განწყობის გაუმჯობესებისთვის დაიწყებს ზრუნვას.
netgazeti.ge
Related Stories