
ავსტრალიის სასამართლომ Samsung-ის პლანშეტის Galaxy-ს გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, იტყობინება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ეს სამხრეთ კორეული კომპანიის ერთ-ერთი პირველი გამარჯვება გახდა Apple-ის წინააღმდეგ გლობალურ საპატენტო ბრძოლაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას შეუძლია გაყიდვები უკვე პარასკევიდან აღადგინოს. iPad-ის მთავარი კონკურენტის, Galaxy 10.1-ის გაყიდვაზე დროებითი აკრძალვა ძალაში ოქტომბერში შევიდა. Apple-ის იურისტები სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტარზე უარს აცხადებენ, თუმცა კომპანიას აპელაციის შეტანისთვის დრო კიდევ აქვს.
Samsung-ის მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ კორეული კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა სადღესასწაულო სეზონის წინ: მიუხედავად მცირე მოცულობისა, ავსტრალიის ბაზარი Apple-ისთვის ამერიკის ფარგლებს გარეთ ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ: Samsung -ი იწყებს Galaxy-ს ახალი მოდელის გამოშვებას, რათა თავიდან აიცილოს გერმანული სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვა.Samsung-ი და Apple-ი სმარტფონებისა და პლანშეტების პატენტების საკითხების ირგვლივ მწვავე ბრძოლას აწარმოებენ. Apple-ი ცდილობს გავლენა მოახდინოს Google-ის ოპერაციული სისტემის Android-ის ბაზაზე შექმნილი ტელეფონების გაყიდვების ზრდაზე, და სწორედ ამიტომ მიმართავს ძალისხმევას Samsung-ის წინააღმდეგ.
ამერიკული კომპანია ამტკიცებს, რომ Samsung-ის სმარტფონები და პლანშეტები მისი პროდუქტების ასლია. Apple-ის სასარგებლოდ წინასწარი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს გერმანიის, ავსტრალიისა და ჰოლანდიის სასამართლოებმა. Apple-ს სურს, კონკურენტის სმარტფონებისა და პლანშეტების რეალიზაცია ამერიკის ბაზარზეც დაბლოკოს.
Samsung Electronics-მა, თავის მხრივ, Apple-ის წინააღმდეგ ანალოგიური სარჩელი შეიტანა ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.
Related Stories