ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

„სონის“ პლანშეტები ქართულ ბაზარზე ახალი წლიდან გამოჩნდება

06/12/2011 11:44 (168 დღე 21:18 minutes ago)

sony_tablet.jpg

ახალი წლიდან ქართულ ბაზარზე “სონის” ახალი პლანშეტები გამოჩნდება. როგორც რადიო კომერსანტი იუწყება, ამის შესახებ commersant.ge-ს “სონის” დილერ კომპანია “ელ სი დი პლიუსში” განუცხადეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მათივე თქმით, მსოფლიო ბაზარზე “სონის”  მოგების შემცირების ტენდენცია საქართველოზე არ ასახულა და წელს მხოლოდ იმ ტექნიკის დეფიციტი იყო, რომლებიც იაპონიაში მზადდებოდა, თუმცა ამას გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია. 

“შარშანდელთან შედარებით გაყიდვები ოდნავ შემცირებულია, თუმცა ეს ასეა ტექნიკის ყველა კომპანიაში. იაპონიაში მომხდარ ცუნამის ჩვენზე სერიოზული გავლენა არ ქონია” – განაცხადეს “ელ სი დი პლიუსში.” შეგახსენებთ: წლიური დაანგარიშებით, მიმდინარე წლის აპრილ–ივნისში Sony–ს მოგება 59 %-ით შემცირდა. ამის მიზეზად  იაპონიაში 11 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად წარმოებაში გაჩენილი პრობლემები სახელდება.

“ელ სი დი პლიუსის” მენეჯერის თქმით, “სონი” ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, ამიტომ ისეთი ბრენდები, როგორიცაა “სამსუნგი” და ფასზე მორგებული სხვა მწარმოებლები, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, თუმცა “სონის” კონკურენციას ვერ უწევენ. “ვინც იცის “სონი” როგორ ხარისხზე მუშაობს, ის არჩევანს ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებს. თუმცა, ქართველი მომხმარებლისთვის ფასი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ ხდება, რომ სხვა ბრენდებს უფრო მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი აქვთ. ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რაც შეიძლება შევამციროთ ფასები, რომ სხვაობა თუნდაც “სამსუნგსა” და ჩვენს შორის მინიმალური იყოს,” – განაცხადა “ელ სი დი პლიუსის” მენეჯერმა.

მისი თქმით, მათ მაღაზიაში ტელევიზორის ფასი 500–დან 10 000 ლარამდე მერყეობს. კომპანია მომხმარებელს საახალწლოდ ფასდაკლებებს შესთავაზებს, თუმცა პროდუქციის ღირებულებაში ხანგრძლივი ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group