მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

Apple-ი ბაზარს HTC-სგან „წმენდს“

12/12/2011 16:45 (162 დღე 16:19 minutes ago)

apple_store_nyc.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის კომისიამ შესაძლოა ქვეყანაში HTC-ის სმარტფონების რეალიზაცია აკრძალოს, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ასეთი მოთხოვნით მარეგულირებელს კომპანია Apple-მა მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტაივანური მწარმოებელი მის ტექნოლოგიას იპარავს.

მანამდე ამერიკული კორპორაცია ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას Samsung-ის პლანშეტურ კომპიუტერთან დაკავშირებით ითხოვდა.

ვაშინგტონის სავაჭრო კომისია ოთხშაბათს გადაწყვეტს, არღვევს თუ არა  HTC-ი Apple-ის პატენტებს. ამერიკულმა კორპორაციამ უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებებს ტაივანურ კომპანიასთან საპატენტო ბრძოლაში. მიმდინარე წლის ზაფხულში კომისიის მოსამართლემ HTC-ის მიერ ორი პატენტის დარღვევაზე წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო. თუკი Apple-ი გაიმარჯვებს, კომისია აშშ-ში HTC-ის სმერტფონების იმპორტს აკრძალავს.

კომპანია Nielsen-ის მონაცემებით, ტაივანური HTC აშშ-ში სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს შორის მესამე ადგილზეა.

„კონკურენტებმა უნდა შექმნან საკუთარი ტექნოლოგიები, და ჩვენი არ უნდა მოიპაროს,“ - განაცხადეს Apple-ში. თავის მხრივ, HTC-ი ამერიკულ კომპანიას საკუთარი ტექნოლოგიების ქურდობაში ადანაშაულებს, თუმცა მისი საპასუხო სარჩელები ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა.ნოემბერში ამერიკის სავაჭრო კომისიამ დაადგინა, რომ Apple-ის არცერთი მოწყობილობა HTC-ის ტექნოლოგიებს არ არღვევს.

HTC-ი Apple-ს დელავერის სასამართლოშიც ედავება: სარჩელში ნათქვამია, რომ ამერიკული კომპანია ზღუდავს უფლებას იმ პატენტებზე, რომლებიც HTC-მა Google-ისგან იყიდა. საუბარია პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასა და დამატებების ჩატვირთვაზე. სავაჭრო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება დავებში, რომლებიც Apple-ის მიერაა ინიცირებული.

სტივ ჯობსის კორპორაცია ამტკიცებს, რომ Android-ზე მომუშავე გაჯეტები მისი გამოგონებების კოპირებას ახდენს, რომლებსაც ის iPhone-ებსა და iPad-ებში იყენებს.მანამდე ამერიკულმა კორპორაციამ პრეტენზიები Samsung-ისა და Motorola-ს მიმართაც გამოთქვა. შედეგად, Samsung-ის პლანშეტების გაყიდვები მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში დროებით აიკრძალა.

საპატენტო დავების სიმრავლე სმარტფონების ბაზრის ზრდის დიდი ტემპებითაა გამოწვეული. კომპანია Gartner-ის ინფორმაციით, მომავალ წელს სმარტფონების გაყიდვები მთელ მსოფლიო ში 645 მილიონ ერთეულს მიაღწევს, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group