მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

"სამსუნგის" წარმომადგენელი: წელს ქართულ ბაზარზე “ნოკიასა” და “ეფლს” წილი წავართვით

ავტორი რადიო კომერსანტის მასალები

13/12/2011 12:13 (161 დღე 20:53 minutes ago)

samsung_logo.jpg

“სამსუნგის” ტელეფონების გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ commersant.ge-ს კომპანია “ტელეფონის” საბითუმო გაყიდვების ხელმძღვანელმა ნანუკა რაფავამ განუცხადა. მისი თქმით, წელს “სამსუნგის” ტელეფონებმა “ნოკიასა” და “ეფლს” ქართულ ბაზარზე გარკვეული წილი წაართვა. “2011 წელს “სამსუნგი” საქართველოში გაყიდვების მხრივ ერთ–ერთი ლიდერი გახდა. მისი ტელეფონების სერია, სახელწოდებით “გალაქსი” სერიოზულ კონკურენციას უწევს როგორც “ნოკიას”, ისე “ეფლის” “აიფონსაც”. “სამსუნგის” ცნობადობის ზრდაც სწორედ “გალაქსის” სერიების გამოშვებამ განაპირობა” – განაცხადა რაფავამ. მისი თქმით, 2012 წლისთვის კომპანია “სამსუნგის” ტელეფონების გაყიდვების 20%–იან ზრდას კიდევ ელოდება.

რაც შეეხება “ნოკიას”, მისი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ბონდო გოლეთიანი commersant.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ მართალია “სამსუნგის” გაყიდვებმა მოიმატა, თუმცა “ნოკია” საქართველოში, ჯერ ისევ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად რჩება.

"ცოტა ხნის წინ კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 50% “ნოკიას” მობილურ ტელეფონს ანიჭებს უპირატესობას. ამასთან, ბოლო პერიოდში ორ ბარათიანი ტელეფონების 6 მოდელიც შემოვიტანეთ, რომელთა ფასი, სხვა კომპანიების მოდელებთან შედარებით, დაახლოებით 10%–ით დაბალია,” – განაცხადა ბონდო გოლეთიანმა. მისი თქმით, წელს კომპანიის გაყიდვებმა 35%–ით მოიმატა. წლის დასაწყისში კი, მენეჯმენტი მხოლოდ 30%–იან ზრდას ელოდა.

“ნოკიას” ტელეფონებზე ფასები 50–დან 1400 ლარამდე მერყეობს. “სამსუნგის” შემთხვევაში კი, პროდუქციის შეძენა 60–დან 1500 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. საახალწლოდ, “ნოკიას ცენტრი” მომხმარებელს 7%–იან ფასდაკლებას შესთავაზებს. მომავალი წლისთვის კი, როგორც “ნოკიას”, ისე “სამსუნგის” ახალი მოდელების გამოჩენასთან ერთად, ძველი ტელეფონების ფასები შედარებით დაიკლებს. “სამსუნგი” “გალაქსის” უახლოესი მოდელის შემოტანასა და ორ ბარათიანი ტელეფონების დამატებას აპირებს.

“ნოკიას” ცენტრში კი,  კომპანიის ახალი მოდელის, “ნოკია ლუნია 800”–ის შემოტანას იანვრის დასაწყისში გეგმავენ. ბონდო გოლეთიანის თქმით, ეს მოდელი “ვინდოუსის” პლატფორმაზეა შექმნილი და ევროპაში გაყიდვების მხრივ, პირველ ადგილზეა. კომპანიის მოლოდინი საქართველოშიც ანალოგიურია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group