გაზეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი "8" ეროვნული "0"-თ შეიცვლება

13/12/2011 15:07 (161 დღე 18:01 minutes ago)

ხვალიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი "8" ეროვნული "0"-ით და საერთაშორიოს "00"-ით შეიცვლება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა და აქვე განმარტა, რომ "ძველი და ახალი პრეფიქსებისა და ოპერატორების კოდების თანამოქმედება 2012 წლის 11 იანვრამდე იქნება უზრუნველყოფილი".

"ხვალიდან საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით კავშირგაბმულობის რეფორმის დასკვნითი, მე-4 ეტაპი შედის ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები ახალი - 10XX ფორმატის კოდებით შეიცვლება. მაგალითად, 8-07 10-07-ით შეიცვლება, 8-10 - 10-10-ით, 8-11 - 10-11 -ით, 8-16 - 10-16-ით  და ა.შ.", - განაცხადა ქაშიბაძემ და დასძინა, რომ რეფორმის შედეგად საქართველო ნუმერაციის ევროპულ სტანდარტზე გადადის.

მისივე თქმით, ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება, მხოლოდ - იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსის "8" ნაცვლად, ეროვნული პრეფიქსი "0" უნდა აიკრიფოს და შემდეგ - გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

ამასთან, საქალაქთაშორისო კავშირის განსახორციელებლად საჭირო იქნება ეროვნული პრეფიქსის "0" შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის კოდის და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომრის, ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდის - 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსის "0",  გამოსაძახებელი ქალაქის კოდის და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომრის აკრეფა.

საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად კი საერთაშორისო პრეფიქსის "00" შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი "00", შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი უნდა აიკრიფოს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group