“Facebook”-მა სამშაბათს ქსელს ახალი შესაძლებლობა დაამატა, რომელიც სუიციდის პრევენციას ემსახურება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
“Facebook”-ის სპიკერმა ფრედერიკ უოლენსმა განაცხადა, რომ მეგობრებს შეეძლებათ დაარეპორტონ კონტენტის შინაარსის ის ნაწილი, რომელიც სუციდის მიდრეკილების მატარებელია. ამისთვის მომხმარებელმა მავნე ქცევის ვარიანტებში, სუიციდის შინაარსი უნდა აირჩიოს.
ამის შემდეგ “Facebook”-ი გასაჭირში მყოფ მომხმარებელს იმეილით გაუგზავნის სპეციალური ჯგუფის ჩატის ლინკს, ისევე როგორც ტელეფონის ნომერს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სუიციდის პრევენციის ნაციონალური ხაზის (National Suicide Prevention Lifeline) კრიზის მენეჯერს დაუკავშირდება.
ახალი შესაძლებლობა კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს ტელეფონით მიიღოს დახმარება
” ეს მართლაც დიდი პროგრესია, რაზევ ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდით”- განაცხადა სოციალური ქსელის პრესსპიკერმა.
მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სუიციდური შინაარსის დარეპორტება, სოციალური ქსელი ”დახმარების ცენტრის” გამოყენებით, ადამიანი, რომლიც კონტენტს დაარეპორტებს, ადმინისტრაციისგან დადასტურების გზავნილს მიიღებს.
ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-სა და კანადის მომხამრებლებისთვის. პროცედურა აბსოლუტურად ანონიმურია და გასაჭირში მყოფი მომხმარეებელი ვერ გაიგებს ვინ შეატყობინა ადმინისტრაციას მისი პრობლემის შესახებ.
“Facebook”-ი, არის მსოფლიო ში ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელი, რომელიც 800 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს, მისიე ერთ-ერთი დამფუძნებელი მარკ ზუკერბერგია. კომპანია 2004 წელს დაარსდა.
netgazeti.ge
Related Stories