
დოკუმენტი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, 3 ადამიანის, დამფუძნებლისა და
თანადამფუძნებლების, სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის და რონალდ ვეინის მიერაა
ხელმოწერილი 1976 წლის 1 აპრილს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სოთბის აუქციონის შეფასებით, 3 ადამიანს შორის შეთანხმების ამსახველი მასალის საწყისი ფასი 100, 000 დან 150,000 დოლარამდე მერყეობდა.
დოკუმენტი ედუარდო სისნეროსმა, კომპანია ”სისნეროსის” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა შეიძინა.
სოთბის განცხადებით, დოკუმენტის ყიდვას კიდევ 5 ადამინი ცდილობდა.
გასაყიდი ფასის 12%-ს თავად აუქციონი იტოვებს, აქედან გამომდინარე დოკუმენტის რეალური ფასი 1,35 მილიონი დოლარია.
დოკუმენტი უეიდ საადმა გაყიდა. საადი IT-ი ტექნოლოგიების ”Pencom”-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორია. საადმა აღნიშნული დოკუმენტები ერთ-ერთი ხელმომწერის რონალდ ვეინისგან შეიძინა ”რამდენიმე 1000 დოლარად” 1994 წელს.
სოთბის აუქციონი, Apple-ისადმი ადამიანების ინტერესის ბოლო გამოვლინებაა, Amazon-ის განცხადებით სტივ ჯობსის ბიოგრაფია 2011 წელს მათი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. ბიოგრაფია 2011 წლის ოქტომბერში, ჯობსის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
netgazeti.ge
Related Stories