„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

როგორ იყენებდა მსოფლიო ციფრულ ტექნოლოგიებს 2011 წელს

21/12/2011 15:56 (153 დღე 17:17 minutes ago)

">ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან გაცილებით ხშირად გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვიდრე მდიდარი ქვეყნის მაცხოვრებლები.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ესპანეთსა და გერმანიაში მამაკაცებს ორჯერ მეტ რაოდენობას აქვს მობილური ტელეფონით ინტერნეტ წვდომა ვიდრე ქალებს.  <"> სოციალური ქსელების გამოყენება შესამჩნევად გაიზარდა ეგვიპტესა და რუსეთში გასულ წელს. ეს ზრდა გარკვეულწილად განპირობებული იმ პოლიტიკური მოვლენებით, რაც მოცემულ ქვეყნებში მიმდინარეობდა 2011 წელს.

ეს და სხვა შედეგები გამოქვეყნდა Pew Research Center-ის გლობალური პროექტის ახალი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას იკვლევს. ანგარიშში წერია, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მსოფლიო ფენომენია. გამოკითული ქვეყნების მოსახლეობის 75 % იყენებს ამ შესაძლებლობას.

გამოკითხულის ქვეყნების მონაცემებით სოციალური ქსელების “Facebook”-ის და “Twitter”-ის მომხმარებელთა ზრდა არ არის შესამჩნევი  2010 წელთან შედარებით 2011 წელს. გამონაკლისი, მხოლოდ 2 ქვეყანაa, ეგვიპტე და რუსეთი. ეგვიპტეში 28% იყენებს სოციალურ ქსელებს, როდესაც გასულ წელს მოსახლეობის მხოლოდ 18% იყენებდა ამ საშუალებას. რუსეთში კი სოციალური ქსელის გამოყენება 33%-დან 43%-მდე გაიზარდა.

“Facebook”-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თებერვალში, ეგვიპტეში რევოლუციის დროს. საპროტესტო აქციის მონაწილეები, სწორედ სოციალური ქსელების გამოყენებით ახერხებდნენ ორგანიზებას, ამის გამო ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა 5 დღით შეიზღუდა, თუმცა ამ მეთოდით აქციის ჩახშობა წარმუმატებელ მცდელობად დარჩა.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ რუსეთის საპროტესტო აქციის მონაწილეების მობილიზიებაც სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა, როდესაც ხალხი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბელულად მიიჩნევდა. The Pew-ს კვლევამ ცხადყო, რომ რუსეთის მოსახლეობის, მხოლოდ 6% არ არის სოციალური ქსელების მომხმარებელი.

კვლევის სხვა შედეგები:

გამოკითხული ქვეყნებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებს ყველაზე აქტიურად ინდონეზიასა და კენიაში გზავნიან. ინდონეზიაში მოსახლეობის 96 %, ხოლო კენიაში 89 % აქტიურად გზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ყოველდღიურად. მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც მოსახლეობის 69% იყენებს ამ საშუალებას.

ესპანეთში მამაკაცთა 29 %-ს აქვს მობილური ტელეფონით ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ქალების მხოლოდ 13 % იყენებს მობილურით ინტერნეტს. მსგავსი განსხვავებაა სქესთა შორის მობილური გამოყენების მხრივ გერმანიაში ( 26%/11%) და თურქეთში (30% /14%)

სოციალური ქსელები ფართოდ გავრცელებულია მდიდარ ქვეყნებში, ეს განპირობებულია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით. მაგალითად რესპონდენტების 53% ისრაელში და 50% შეერთებულ შტატებში იყენებენ სოციალურ ქსელებს, როცა ინდოეთში მხოლოდ 5 % და პაკისტანის მოსახლეობის მხოლოდ 2% იყენებს ამ შესაძლებლობას.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group