მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

კომპიუტერული ტექნიკის გალერეა "ციფროვიკი " საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის

22/12/2011 12:36 (152 დღე 20:37 minutes ago)

კომპიუტერული ტექნიკის გალერეა "ციფროვიკი " საქართველოში დღეს მეორე მაღაზიას ხსნის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ინტერპრესნიუსის ცნობით, "ციფროვიკი" ბელორუსში კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო მაღაზიების ქსელია. კომპანია ბელორუსში ბაზრის მეოთხედს ფლობს. მისი პირველი გალერეა გამსახურდიას 14 ა-ში მდებარეობს.


"ციფროვიკი" 2011 წლის ბოლომდე 3 მაღაზიის გახსნას, ხოლო სამომავლოდ ქსელის გაფართოებას მთელი საქართველოს მასშტაბით 30 მაღაზიამდე გეგმავს.


ქსელის განვითარების დასრულებისას, მასში 150-ზე მეტი ახალი თანამშრომელი დასაქმდება. კომპიუტერული ტექნიკის გალერეა "ციფროვიკი" მსოფლიო ში ცნობილი ბრენდების ASUS, HP, TOSHIBA, PHILIPS ლიცენზირებული პარტნიორია.


"ციფროვიკში" წარმოდგენილი ლიცენზირებული პროდუქციის შეძენა მომხმარებელს განვადებითაც, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე შეუძლია.


"საქართველოს ბაზარი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ბიზნესი ს კეთების სიმარტივის მხრივ. ნაკლებმა ბიუროკრატიულმა ბარიერმა და ინვესტირებისთვის ხელსაყრელმა გარემომ გადაგვაწყვეტინა "ციფროვიკის" ქსელის განვითარება საქართველოში. ჩვენი დევიზია - იგრძენი განსხვავება. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მომხმარებლები საქართველოში იგრძნობენ ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას მომხმარებელზე და რაც მთავარია მოიწონებენ მაღალხარისხიან ლიცენზირებულ პროდუქციას", - განაცხადა "ციფროვიკის" გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ბექა ანდრიაძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group