ALCATEL-ის ტელეფონები, რომლის მსოფლიო პრემიერა თბილისში შედგა, უკვე იყიდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" " ბილაინი დან" აცნობეს, კომპანიის აბონენტები საქართველოში, პირველები გახდებიან, რომლებიც ALCATEL-ის უახლესი მოდელის (ONE Touch ot 818) შეძენა შეეძლებათ.
ახალი ტელეფონი ALCATEL 818 წარმოდგენილია 2 ფერში - შინდისფერსა და რუხში.
ტელეფონი არის თაჩსქრინით, 50 MB მეხსიერებით, აღჭურვილია ფოტო და ვიდეო კამერით, კითხულობს ქართულ ვებ-გვერდებს და აქვს facebook-ის, tweeter-ის და opera-ს აპლიკაციები.
"ჩვენ, დიდი ხანია ვაკვირდებით საქართველოს ბაზარს და დავრწუნდით, რომ ის ჩვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე იმ ინფრასტრუქტურული საშუალებებით, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. გადავწყვიტეთ, სხვა უფრო დიდი ქალაქების ნაცვლად, მსოფლიო პრემიერა საქართველოში გაგვემართა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეს ინიციატივა იქნება მაგალითი სხვა კომპანიებისათვის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის უფრო მეტი ღონისძიება გაიმართოს. " ბილაინი ს" დახმარებით, ჩვენ საკმაოდ აქტიურ მოთამაშეებად გადავიქეცით საქართველოს სატელეფონო ბაზარზე, მომხარებელს უკვე ვთავაზობთ 10-ზე მეტი ტელეფონის ასორტიმენტს, სხვადასხვა საფასო სეგმენტში", - განაცხადა ALCATEL-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე არშინოვმა.
როგორც " ბილაინი ს" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კარაჩენცევმა აღნიშნა, " ბილაინი " უკვე წელიწადზე მეტია, რაც მომხმარებელს ALCATEL-ის ფირმის ტელეფონებს სთავაზობს.
"ამ ტელეფონების გასაოცარმა პოპულარობამ და მათმა ხარისხმა კომპანიასთან ექსკლუზიური თანამშრომლობის საჭიროება გვიჩვენა. გარდა ამისა, ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ALCATEL-მა მსოფლიო პრემიერისთვის ჩასატარებელ ქვეყნად სწორედ საქართველო აირჩია",- აღნიშნა სერგეი კარაჩენცევმა.
Related Stories