ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ვერა ქობალია - საქართველოში Facebook-ს 650 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

23/12/2011 16:17 (151 დღე 16:57 minutes ago)

facebook4.jpg

2011 წლის მონაცემებით, ფიჭური მობილური რადიოსატელეფონო ქსელების აბონენტების რაოდენობა 4 406 817-ს შეადგენს , - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


მინისტრის თქმით, 2010 წელს მობილური კავშირით 3 980 000 აბონენტი სარგებლობდა. მოსახლეობის გაცილებით ნაკლები რაოდენობა სარგებლობს საერთო სარგებლობის ფიქსირებული ქსელებით.


საერთო სარგებლობის ფიქსირებული ქსელების აბონენტების რაოდენობა, ვერა ქობალიას ინფორმაციით, 1 200 000-ია. თუმცა, 2010 წელთან შედარებით, ეს რიცხვიც გაზრდილია.


ინტერნეტის მომხმარებლების 1 500 ათასამდე ზრდას ვარაუდობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2011 წელს. ვერა ქობალიას ინფორმაციით, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად Facebook-ით სარგებლობენ.


"საქართველოში Facebook-ს 650 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2010 წელს ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა, 2011 წლის პროგნოზით კი 1 500 000-ს ასცდება", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group