რადიო კომერსანტის ცნობით, 12 იანვრიდან ყველა მსურველს შეუძლია შეიტანოს განაცხადი პირველი დონის ახალი დომენური სახელწოდებების რეგისტრაციაზე.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სახელწოდებად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნებისმიერი სიტყვა - ორგანიზაციის სავაჭრო ნიშნით დაწყებული და გეოგრაფიული სახელწოდებით დამთავრებული. შედეგად, ინტერნეტ-მისამართების ცნობილ დაბოლოებებს - მაგალითად, com, .org ან ru-ს შესაძლოა დაემატოს დომენები .pepsi, .london და სხვა.
პირველი დონის დომენური სახელწოდებების რეფორმამ ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. თუმცა ამერიკული ორგანიზაცია Icann-ი, რომელიც საიტების სახელწოდებებს აკონტროლებს, მიიჩნევს, რომ ამ რეფორმის განხორციელება აუცილებელია კონკურენციის წახალისებისა და ქსელში არჩევანის თავისუფლებისთვის.
დეკემბერში აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომპანიამ გააფრთხილა Icann-ი, რომ პირველი დონის დომენური სახელწოდებების სიის გაფართოება პოტენციურად გამოიწვევს სისტემით ბოროტად სარგებლობის შემთხვევებს. ცვლილებას ამერიკის რეკლამების დამკვეთთა ნაციონალური ასოციაციაც აპროტესტებს, რომელშიც უმსხვილესი კომპანიები შედიან.
თუმცა Icann-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის პიტერ დენჰეიტ ტრაშის განცხადებით, რეფორმა დიდი ხანია მომწიფდა.
„საფუძვლიანი ცვლილებები აუცილებელია. დღეს არავინ შექმნის დომენების სისტემას მილიარდობით მომხმარებლისთვის მხოლოდ რამდენიმე სახელწოდებით, რომლებიც 1985 წელს გვქონდა,“ - განაცხადა მან „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.ექსპერტების თქმით, დომენის რეგისტრაცია საკმაოდ ძვირია, ამიტომ ყველა მსურველს მასზე ხელი არ მიუწვდება. კერძოდ, მხოლოდ განაცხადის შეტანა 185 ათასი დოლარი ღირს.
Related Stories