
Apple-ი პლანშეტ iPad-ის მესამე ვერსიის პრეზენტაციას 2012 წლის მარტში გეგმავს, იუწყება კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გაჯეტი 4G-ის კავშირის სტანდარტის ბაზაზე იმუშავებს და იმაზე მეტი გაფართოების ეკრანი ექნება, ვიდრე მაღალი ხარისხის გამოსახულების ტელევიზორებს.
როგორც ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, iPad 3-ის წარმოება 2012 წლის იანვარში დაიწყო და ჩინეთის ფაბრიკები უკვე მუშაობენ დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში. ისინი მუშაობას დროებით, ადგილობრივი ახალი წლის აღნიშვნის დღეებში შეწყვეტენ, წარმოების მაქსიმალურ ტემპებზე კი თებერვალში გავლენ.
Apple-ის პარტნიორ კომპანიებში არსებულმა წყაროებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ახალი პლანშეტური კომპიუტერი გაყიდვაში შესაძლოა უკვე მარტიდან გამოჩნდეს. მოწყობილობას უფრო მაღალხარისხიანი გამოსახულების მქონე ეკრანი და 4-ბირთვიანი პროცესორი ექნება და შეძლებს მეოთხე თაობის უსადენო ქსელის LTE (4G)-ის მხარდაჭერას.
Apple-ის წარმომადგენელმა ნატალი კერისმა „ჭორებზე და მონაგონზე“ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
არაოფიციალური ინფორმაციით კი, iPad 3-მა შესაძლოა 9,7-დიუმის დიაგონალის მქონე ეკრანი მიიღოს, რომლის გაფართოებაც 2048×1536 პიქსელი იქნება. აპარატის ბატარეა არსებული მოდელის ბატარეასთან შედარებით ორჯერ მეტი ხნის განმავლობაში იმუშავებს.iPad 3-ში შესაძლოა ორი ვიდეოკამერა იყოს მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი - ფრონტალური, ვიდეოკონფერენციებისთვის იქნება განკუთვნილი.
აპარატში, სავარაუდოდ, ხმოვანი დამხმარე სისტემა Siri-ც იქნება ჩამონტაჟებული.მომავალი წლის მეორე ნახევარში Apple-მა შესაძლოა iPad-ის კომპაქტური ვერსიაც გამოუშვას, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ექნება.
Related Stories