ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

,,მაგთისატი” მაუწყებლობას 23 იანვრიდან იწყებს

17/01/2012 17:33 (126 დღე 15:47 minutes ago)

საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „ მაგთი კომი“ და თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორი SES, ASTRA თანამგზავრის მეშვეობით საქართველოში პირველი DTH (Direct to-home)  ტელევიზიის პლატფორმის ,, მაგთი სატის” ამოქმედებას იწყებს, იუწყება მედიანიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოში პირველი თანამგზავრული ტელევიზია ,, მაგთი სატი” მაუწყებლობას 23 იანვრიდან დაიწყებს.

მაგთი სატი გადასცემს 75 უცხოურ ტელეარხს, რომლებიც მოიცავს  ყველაზე პოპულარულ _ როგორც სტანდარტული, ისე მაღალი გარჩევადობის მქონე არხებს.

როგორც ,, მაგთი კომის” მარკეტინგულმა დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ,, მაგთი სატი” პირველ ეტაპზე მომხმარებელს სამ პაკეტს შესთავაზებს: სასტარტო, ძირითად და HD პაკეტებს, რომლებიც პირველივე დღიდან მისაწვდომი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, ,, მაგთი სეტი” ქართულ ტელეარხებთან, ჯერჯერობით, მოლაპარაკებებს აწარმოებს და, ალბათ, მომავალში მათ ტრანსლირებასაც განახორციელებს.

,,DTH პლატფორმის დანერგვა უნიკალური შესაძლებლობაა, უზრუნველვყოთ ქართველი მაყურებელი მაღალხარისხიანი ციფრული მაუწყებლობით  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.  ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა რეგიონისათვის, რადგან იგი შესაძლებლობას მისცემს სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას, თანამგზავრის მეშვეობით მიიღოს საუკეთესო უცხოური ტელეარხები”, _ განაცხადა მაგთი კომის გენერალურმა დირექტორიმა დევიდ ლიმ.

,, მაგთი სატის” სასტარტო პაკეტის ღირებულება თვის განმავლობაში 20 ლარია, პირველადი დაინსტალირების ღირებულება კი 60 ლარს შეადგენს. ძირითადი პაკეტი 75 ლარიანია, მისი დამონტაჟება კი 100 ლარად იქნება შესაძლებელი.

ლობჟანიძის თქმით, მომხმარებელს აპარატურა მაგთი კომისაგან დროებით გადაეცემა, ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში კი კვლავ კომპანიას უბრუნდება.

კომპანია SES თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 49 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group