ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

თბილისში Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი (GTUG) ფუძნდება

21/01/2012 11:31 (122 დღე 21:53 minutes ago)

google_copy.jpg

თბილისში Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი (GTUG) ფუძნდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "პირWელს" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" Google-ის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ახალგაზრდა პროგრამისტები, ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, აიტი კომპანიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერსებული პირები დაესწრებიან.

მისივე ინფორმაციით, GTUG-ის ცენტრი საქართველოში ჯერ არ არსებობს და მისი  დაარსება ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

კონფერენციის ფარგლებში დაინტერესებული პროგრამისტებისა და Google-ის ექსპერტების თანამშრომლობა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ქვეყნის GTUG  ჯგუფის წევრებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა დაგეგმილი.

ამასთან, ჯგუფი საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და ანდროიდ აპლიკაციების შექმნას შეუწყობს ხელს. ის ასევე ქართველ პროგრამისტებს აპლიკაციების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დაეხმარება.

ღონისძიების ფარგლებში სემინარს უკრაინელი ექსპერტი, კიევი ს Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფის დამაარსებელი ვლადიმერ ივანოვი ჩაატარებს. ამასთან, Google-ის ვიდეო-კონფერენციის სისტემის მეშვეობით Gოოგლე-ის ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მსოფლიო ს სხვადასხვა ქალაქების GთUG-ის წევრებთან ჩართვები განხორციელდება.

ცნობისთვის, GTUG (Google Technology Users Group) – Google-ის ტექნოლოგიების მომხმარებელთა ჯგუფი კომპანია Google-ის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეისათვის იგი 93 ქვეყანას აერთიანებს და ყოველწლიურად 1000-ზე მეტ ღონისძიებას მართავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group