გაზეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოში აღდგომის დღესასწაულზე ყველაზე მეტი მესიჯი იგზავნება

23/01/2012 14:56 (120 დღე 18:28 minutes ago)

two-happy-girls-watch-something-in-mobile-phone.jpg

მაგთი კომის“ წარმომადგენლის თათული ღვინიაშვილის თქმით, ახალ წელს " მაგთი კომიდან" 8,1 მილიონი მესიჯი გაიგზავნა. „ წელს აღდგომას უფრო  მეტი მესიჯი გაიგზავნა ( 9.0 მლნ) , ვიდრე ახალ წელს (8,1 მლნ),“ გვითხრა ღვინიაშვილმა. „რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, 1 იანვარს ქსელში  8.2 მლნ ზარი განხორციელდა.“

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

მაგთი კომი“ ქსელს ყოველწლიურად აუმჯობესებს და აფართოვებს,ამიტომ წელს პრაქტიკულად შეფერხების გარეშე იმუშავა,“ გვითხრა ღვინიაშვილმა.

მოკლე ტეტსტური შეტყობინებების სერვისი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მესიჯის ტარიფი 1 თეთრიდან – 6 თეთრამდეა.  რაც შეეხება სატელეფონო ზარების მომსახურების ტარიფებს, წინა წლებთან შედარებით მობილურმა ოპერატორებმა ტარიფები შეამცირეს, თუ ადრე  ტარიფი 28,8 თეთრი იყო, ახლა გარკვეული აქციის ფარგლებში, წუთში 1 თეთრად შეგიძლიათ ისაუბროთ.

2011 წლის მონაცემებით, „ მაგთი კომიდან“ ყოველთვიურთად დაახლოებით 5,0 მილიონი მესიჯი იგზავნება. 2011 წლის დეკემბერში „ მაგთი კომიდან“ 5,4 მილიონი მესიჯი გაიგზავნა.

რაც შეეხება „ბილაინს,“ 2011 წლის 31 დეკემბერს, „ ბილაინი ს“ აბონენტებმა რეკორდული რაოდენობის,  2 311 638 სმს გაგზავნეს, ხოლო 1 იანვარს 016 238 სმს გააგზავნეს.

„„ ბილაინი ს“ აბონენტებმა 31 დეკემბერს ჯამში  6 038 308  წუთი ისაუბრეს, რაც 23  % ით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს,“ თქვა „ ბილაინი ს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ. „2 წლის 1 იანვარს, კი „ ბილაინი ს“ აბონენტებმა 7 092 წუთი ისაუბრეს ტელეფონზე.“

„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „ ბილაინი ს“ ქსელში 31 დეკემბერს და პირველ იანვარს  რეკორდული მაჩვენებლების მისალოცი  ზარები და სმს-ები განხორციელდა, ქსელს არც ერთხელ  არ შექმნია შეფერხება. საახალწლო აქტივობების მიხედვითაც თვალნათლივ  ჩანს, თუ როგორ გაიზარდა ჩვენი ახალი თუ პორტირებული აბონენტების რიცხვი, რაც განსაკუთრებით გვახარებს,“ აღნიშნავს ბაღდავაძე.

„ახალ წელს ქსელის მოსალოდნელ გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჯეოსელი , როგორც წესი, ღებულობს გარკვეულ ზომებს, იმისათვის, რომ აბონენტებს არ შეექმნათ დისკომფორტი ზარის განხორციელებასთან ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით,“ გვითხრა " ჯეოსელი ს" კორპორატიული კომუნიკაციების სპეციალისტმა ლიკა მეტრეველმა. „წლევანდელი წელიც არ ყოფილა ამ  მხრივ გამონაკლისი. კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა გაატარა ყველა საჭირო  ღონისძიება, რის შედეგადაც ახალი წლის ღამეს და 1 იანვარს ზარის  განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებებების გაგზავნა მიმდინარეობდა  მინიმალური შეფერხებით."

მიუხედავად მობილური ოპერატორების განცხადებებისა, ახალი წლის ღამეს შეფერხებები მაინც დაფიქსირდა, განსაკუთრებით 00:00 –02:00 საათებში.

The FINANCIAL –მა 150 ადამიანი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ მათგან დაახლოებით 90 % იყენებს მოკლე ტექსტურტი შეტყობინების სერვისს.

გამოკითხულთა 10 %–ი დღეში მობილურით დაახლოებით 50 მესიჯს აგზავნის, ხოლო 25 %   დაახლოებით – 30 მესიჯს. მათგან მხოლოდ 5 % აგზავნის 50 სმს– ზე მეტს დღეში. გამოკითხულთა ნახევარი (50%) კი დაახლოებით 10 მესიჯს აგზავნის დღეში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group