საქართველოში ციფრული ტელევიზორების ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელს
დამატებით სპეციალური მოწყობილობის, ე.წ Set top box–ის შეძენა მოუწევს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ამის შესახებ Media.ge–სთან ისაუბრა.
მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო პირდაპირ მეორე თაობის სტანდარტზე DVB-T2– ზე გადადის, ბაზარზე კი ძირითადად DVB-T (Digital Video Broadcasting - Terrestrial) სტანდარტების ტელევიზორებია შემოსული. „მომხმარებლებიც და ტელევიზორების დისტრიბუტორებიც შეიძლება დაზარალდნენ, თუკი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას ინფორმირებას დროულად არ უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ბარათაშვილი. მისი განმარტებით, ტელევიზორი, რომელსაც DVB-T სტანდარტის მხარდაჭერა აქვს, ვერ აჩვენებს DVB-T2–ში გაშვებულ მაუწყებლობას და მომხმარებელს დამატებით Set top box–ის შეძენაც დასჭირდება.
commersant.ge ამ მხრივ ქართულ ბაზარზე არსებული სიტუაციით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მომხმარებლის მხრიდან ჯერ მსგავს ტელევიზორებზე მოთხოვნა არაა და შესაბამისად ტექნიკის მაღაზიებიც უარს ამბობენ ასეთი ტიპის ტელევიზორების შემოტანაზე.
ციფრული მაუწყებლობის გადასვლის შემდეგ მთავარი ცვლილება ძირითადად იმ მაყურებელს ელის, ვინც მაუწყებლობას გარე, ოთახის ანტენის საშუალებით იღებს. იმ აბონენტებისთვის კი, რომლებიც მაუწყებლობას საკაბელო ქსელებით ან სატელიტით იღებენ, არაფერი შეიცვლება, რადგან საკაბელო ტელევიზიების კომპანიები სიგნალის ციფრულად გარდაქმნას თავად უზრუნველყოფენ. თუმცა ამის ფონზე, ბარათაშვილის თქმით, შესაძლოა კომპანიებმა მომხარებელს საფასური გაუზარდონ.
ცნობისთვის: საქართველო, ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა, ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლამდე უნდა გადავიდეს.
Related Stories