ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

Twitter-ი შეზღუდვებს აწესებს

ავტორი ნეტგაზეთი

27/01/2012 15:12 (116 დღე 18:13 minutes ago)

twitter.jpg

”Twitter”-მა გამოაცხადა, რომ ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს კონტენტზე წვდომის ბლოკირებას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

”Twitter”-ის განცხადებით,  მომხმარებელს ეცოდინება, თუ რატომ წაიშალა მის მიერ გავრცელებული შეტყობინება.

”ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და ვმუშაობთ ბევრს, რომ ტვიტერზე გამოქვეყნებული კონტენტი არ წაიშალოს”- ასე უპასუხა CNN-ის შეკითხვას ჯოდი ოლსონმა, ტვიტერის სპიკერმა.

იმ ქვეყნების მაგალითებად, სადაც ტვიტერის კონტენტი შესაძლოა შეიზღუდოს, დასახელდა საფრანგეთი და გერმანია, სადაც ნაცისტური შინაარსის შემცველი მესიჯების გავრცელება იკრძალება. ტვიტერი ამ ქვეყნებში ნაცისტური შინაარსის კონტენტს წაშლის.

თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება, რომ  ტვიტერი იქ ვერ იმუშავებს.

”ერთ–ერთი ჩვენი ფასეულობა, რომელსაც კომპანია იცავს და პატივს ცემს, არის თითოეული მომხმარებლის ხმა,”- წერია ტვიტერის ბლოგზე.

”ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონტენტი ყველგან და ყოველთვის, როცა ამას ვერ შევძლებთ, ჩვენ გამჭირვალეები ვიქნებით ჩვენი მომხმარებლების მიმართ, ტვიტერმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს არსებობა”.

”სხვა გზა არ არსებობს, სამწუხაროა, რომ ტვიტერი კანონზე მაღლა არ დგას,” - განაცხადა ჟილიან იორკმა,  ელექტრონული სასაზღვრო ფონდის გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დირექტორმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას და კონფიდენციალურობას იცავს.

იორკი აცხადებს, რომ ტვიტერი, როგორც სხვა კომპანიები, რომელიც მომხმარებელთა შინაარსს ავრცელებს, დადგა მთავრობასთან პირისპირ, რომ მათი ბრძანების ან თხოვნით მიხედვით მოხსნას კონტენტი:

”ტვიტერს ორი არჩევანი აქვს იმ  შემთხვევაში, როცა თხოვნით მიმართავს მთავრობა, არ შეუსრულოს თხოვნა და რისკის ქვეშ დააყენოს მისი არსებობა იმ ქვეყანაში, ან შეასრულოს მათი მოთხოვნა და ცენზურა დააწესოს”.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group