რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

Nokia-ს რეალიზაცია ვარდნას განაგრძობს

27/01/2012 15:34 (116 დღე 17:52 minutes ago)

nokia_stand.jpg

„პირველი რეალური windows phone-ის გამოშვებამ Nokia-ს გაყიდვების ზრდა ვერ მოუტანა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ფინურმა კონცერნმა 2011 წლის მეოთხე კვარტალში 1,3 მილიარდი დოლარი დაკარგა და ერთი წლის წინანდელი 884 მილიონი ევროს მოგების შემდეგ 954 მილიონი ევროთი იზარალა.

Nokia-ს მაჩვენებლების შემცირება იმ ფონზე მოხდა, როდესაც მისმა კონკურენტმა Apple-მა რეკორდული შემოსავლების შესახებ განაცხადა. გასული წლის მეოთხე კვარტალში Nokia-ს მსოფლიო გაყიდვები 2010 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 21%-ით, 10 მილიარდ ევრომდე შემცირდა. სმარტფონების რეალიზაცია კი 31%-ით, 19,6 მილიონ ერთეულამდე დაეცა.

მთელი 2011 წლის მონაცემებით Nokia-ს მსოფლიო გაყიდვები 9%-ით, 38,7 მილიარდ ევრომდე შემცირდა. Nokia-ს მაჩვენებლების ვარდნა Apple-ის მიერ გამოცხადებული რეკორდული შემოსავლების ფონზე მოხდა.

ფინურ კომპანიას იმედი აქვს, რომ პლატფორმა Windows Phone-ი 2012 წელს მისი პროდუქციის რეალიზაციაზე დადებით გავლენას მოახდენს. აღნიშნულ პლატფორმაზე შექმნილი პირველი ორი მოწყობილობა - Nokia Lumia 800 და Nokia Lumia 710 კომპანიამ Microsoft-თან შეთანხმების გაფორმებიდან 6 თვეში გამოუშვა. ფინური კორპორაციის ხელმძღვანელობამ მიანიშნა, რომ ახლო მომავალში მათი პროდუქციის ხაზი შესაძლოა გასცდეს ტელეფონების ფარგლებს.

„პირველ პლანზე ციფრული ტექნოლოგიების ფართო გაგება გამოდის. თუ Microsoft-ის სტრატეგიას შეხედავთ, დაინახავთ მომხმარებლის მუდმივ ინტერესს პერსონა ლური კომპიუტერების, პლანშეტებისა და ტელეფონების მიმართ. ოპერატორებისთვის ესაა შესაძლებლობა, ჩაერთონ უფრო აქტიურ თამაშში,“ - განაცხადეს „ნოკიაში.“

ანალიტიკოსების აზრით, Nokia-ს აქვს უნარი ნაწილობრივ აღადგინოს საკუთარი წილი სმარტფონების ბაზარზე, რომელიც მან 2007 წელს პირველი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ დაკარგა. ექსპერტები ელოდებიან, რომ ერთ წელიწადში სმარტფონების ბაზარზე Nokia საკუთარი მონაწილეობის გაზრდას 6-ჯერ, 12,2%-მდე შეძლებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group