2011 წლის 31 იანვარი თბილისი. ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური
ოპერატორის ბილაინი და ირლანდიურ კომპანია Ezetop თანამშრომლობის
შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, განცხადებას აქვეყნებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
Ezetop მომსახურების გამოყენებით ბილაინი ს აბონენტებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ანგარიშის შევსება საერთაშორისო როუმინგში. ასევე ამ ახალი მომსახურების დახმარებით საზღვარგარეთ მცხოვრებ და მომუშავე ყველა მსურველს შეუძლია საქართველოში მცხოვრები თავისი ახლობლების ბილაინი ს ანგარიშების შევსება.
Ezetop-ის სპეციალიზაციაა – სხვადასხვა ქვეყნებში კავშირგაბმულობის მომსახურებასთან დაკავშირებული გადახდების მიღების ორგანიზება. Ezetop – საერთაშორისო ქსელია, რომელიც ანგარიშის დისტანციურ შევსების შესაძლებლობასთან ერთად, ამისათვის განკუთვნილი საცალო სავაჭრო წერტილების საშუალებით წარადგენს მსოფლიო ს ნებისმიერ კუთხეში მისაწვდომ ინტერნეტ–სისტემას.
ბილაინი ს აბონენტთა მობილური კავშირის ანგარიშების შევსება უკვე შესაძლებელია სისტემა Ezetop–ში ჩართული 350 000 საცალო სავაჭრო წერტილების საშუალებით, მსოფლიო ს 16 ქვეყანაში, ასევე www.ezetop.com. საიტის მეშვეობით.
"ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენს აბონენტთა ინტერესებში და მივისწრაფით ვუზრუნველყოთ ისინი მარტივი, მოსახერხებელი და ადვილად მისაწვდომი კავშრიგაბმულობის მომსახურების გადახდის ხერხებით. მოხარულები ვართ, რომ ბილაინი არის პირველი მობილური ოპერატორი საქართველოში, რომელმაც მსგავის სერვისი შესთავაზა აბონენტებს.
Ezetop–ის გადაწყვეტილება მომსახურების იმ კატეგორიდანაა, რომელიც გარკვეულ წილად მოთხოვნილი იქნება ბილაინი ს აბონენტთა მიერ", – საუბრობს ბილაინი ს გენერალური დირექტორი სერგეი ზაკურაევი.
დევიდ შეკლტონი Ezetop Ltd–ს მთავარი კომერციული დირექტორი: "მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ კომპანია "ბილაინთან" და დარწმუნებულები ვართ რომ ამით ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც " ბილაინი ს" აბონენტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ მრავალ ადამიანს, რომლებიც ასე თუ ისე საქართველოსთან კავშირში არიან".
• Ezetop მომსახურება მისაწვდომია " ბილაინი ს" ყველა აბონენტთათვის ანგარიშსწორების წინასწარი გადახდის და გადახდის შემდგომი სისტემებით.
***
კომპანია Ezetop –ის შესახებ
Ezetop სისტემა საშუალებას აძლევს უცხოეთში მცხოვრებს ან საზღვარგარეთ მივლინებაში მყოფ ადამიანებს შეავსონ საჭირო ქვეყანაში ფიჭური კავშირის აბონენტის ანგარიში. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია აშშ–ს, ევროპის, სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე 350 000 საგადასახადო ტერმინალის საშუალებით, ასევე საიტზე www.ezetop.com. ezetop–ის მომსახურება მომგებიანია მობილური კავშირის ოპერატორებისთვის, ვინაიდან ის ზრდის მათ შემოსავლებს საგარეო ბაზრებიდან. ამჟამად კომპანიის მომსახურება მისაწვდომია მობილური კავშირის 180 ოპერატორის აბონენტთათვის აზიის ქვეყნებში, წყნარი ოკეანეს რეგიონში, კარიბის კუნძულებზე, ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში და აღმოსავლეთ ევროპაში. კომპანია თანამშრომლობს Airtel–თან, Claro–თან, C&W–თან, Dialog Telecom–თან, Digicel–თან, Etisalat–თან, Globe Telecom–თან, LIME–თან, MTN–თან, Orange–თან, Orascom–თან, Reliance–თან, Roshan–თან, Singtel–თან, SMART–თან, Telcel–თან, Telefonica–სთან, Telenor–თან, Tigo–სთან, Ufone–თან, Beeline–თან, Warid–თან, Zong–თან და სხვა კომპანიებთან, პარტნიორთა რიცხვი მუდმივად იზრდება. Ezetop–ის სათაო ოფისი განთავსებულია დუბლინში (ირლანდია), რეგიონალური ოფისები კი მაიამიში (აშშ), ბარსელონაში (ესპანეთი) და დუბაიში (გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში).
Related Stories