რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

წარუმატებელი წლის შემდეგ Sony-ს პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

01/02/2012 18:01 (111 დღე 15:28 minutes ago)

კორპორაცია Sony-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკელი ჰოვარდ სტრინგერი საკუთარ პოსტს 2012 წლის პირველ აპრილს დატოვებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი. მას კაძოუ ხირაი შეცვლის, რომელიც სამომხმარებლო საქონლის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

სტრინგერი Sony-ს 2009 წლიდან მეთაურობს. ამ ორი წლის განმავლობაში მან შეძლო მენეჯერების ახალი გუნდის შექმნა, რომელშიც ხირაიც შედიოდა. ამერიკელი ტოპ-მენეჯერის მუშაობის ბოლო წელი კორპორაციისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა: სავარაუდოდ, 2011 წელს კომპანიის სუფთა წაგება 1,2 მილიარდ იენს მიაღწევს.

თუ პროგნოზი გამართლდა, გამოვა, რომ კომპანია უკვე მეოთხე წელია ზარალზე მუშაობს. Sony-ს პრობლემების მიზეზი მსოფლიო ეკონომიკის სუსტი ზრდა, ძლიერი იენა და გაყიდვების შემცირებაა. ყველაზე სერიოზული ზარალი ტელევიზორების წარმოების სექტორმა განიცადა. გარდა ამისა, 2011 წელს მონაცემთა გატეხვამ კომპანია აიძულა, დროებით შეეჩერებინა PlayStation Network-ისა და Qriocity-ს სერვისები, რომლებითაც მსოფლიო ში 100 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამ წარუმატებლობების შედეგად კომპანიის აქციები ბოლო 24 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად გაიაფდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group