
„ ბათუმი საოცარი ქალაქია,“ გვითხრა შავი ზღვის რეგიონში ბათუმის 5
ვარსკვლ ავია ნი სატუმრო „ შერატონი ს“ გენერალურმა მენეჯერმა ომერ შუბასმა.
„ბათუმი მალე საერთაშორისო დანიშნულების ადგილად გადაიქცევა. ახალი კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა შემოვიდნენ ამ ამაღელვებელ და ლამაზ ქალაქში. გაიხსენეთ ლას ვეგასი, ის მხოლოდ პატარა უდაბნოს ქალაქი იყო ნევადაში, დღეს კი ყოველწლიურად ამ ქალაქს 38 მილიონი ადამიანი სტუმრობს.ასე მოხდება ბათუმის შემთხვევაშიც, ის მალე საერთაშორისო კურორტი, კომერციისა და ბიზნესი ს ცენტრი და მრავალი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილი გახდება.“
ბატონმა შუბასმა FINANCIAL - თან ბათუმის შესახებ დიდი ენთუზიაზმით ისაუბრა.
„ ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ბათუმში, განსაკუთრებით ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ. ქალაქმა იერსახე მთლიანად შეიცვალა და მინდა წარმატება მივულოცო ლევან ვარშალომიძეს. მე ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და საქართველოს მთავრობას – მათ სასწაული მოახდინეს. ბათუმში შესანიშნავი ლანდშაფტი და ფანტასტიური კლიმატია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს.
„მაიამი ცოცხალი ქალაქია, ლათინური გავლენით. სტამბოლი ისტორიული, კოსმოპოლიტური ქალაქია, სხვადასხვა კულტურების გადაკვეთის ადგილი, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბათუმი კი ახალი დანიშნულების ადგილია, ახლახანს აღმოჩენილი.ის მშვიდ, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს იმ ადამიანებს, ვისაც დიდი ქალაქის ქუჩებისა და სტრესისგან თავის დაღწევა სურთ.
ბათუმის „შერატონმა“ გახსნის დღიდან 25, 000 ადამიანს უმასპინძლა. სტუმრების უმრავლესობა საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იყვნენ.
„ბათუმი შესაძლებლობების ქალაქია, სწრაფად განვითარებადი, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოთი, ჩვენ მოხარული ვართ რომ ბათუმის ნაწილნი ვართ,“ ამბობს შუბასი.
რით არის ბათუმის „ შერატონი “ განსაკუთრებული?
ბათუმის „ შერატონი “ შავი ზღვის რეგიონში პირველი 5 ვარსკვლ ავია ნი სასტუმროა. ის ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბათუმის აეროპორტი დან 15 წუთის სავალზე. სასტუმროდან ბათუმის ისტორიული ცენტრამდე 5 – 10 წუთის გზაა. „ შერატონი “ გთავაზობთ კომფორტულ გარემოსა და მეგობრულ მომსახურებას. სასტუმროს აქვს 203 ნომერი და და ერთი პენტჰაუზი შავი ზღვის ხედებით. ყველა ნომერი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; თანამედროვე ავეჯით, ნათელი ფერებით და შერატონი ს Sweet Sleeper ™ საწოლით. სასტუმრო „შერატონს“ აქვს სამი რესტორანი, ოთხი ბარი, ღია და დახურული აუზები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა სალონები, ასევე პოპულარული თურქული აბანო, ერთი კაზინო და ორი საკოფერენციო დარბაზი.
რა სარეკლამო კამპანიებს გეგმავთ დამსვენებლების მოსაზიდად?
დღევანდელი დამსვენებელი უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ეძებს, ახალ ადგილებს, ახალი შეგრძნებებით. ბათუმი და სტუმართმოყვარე ადგილობრივი მცხოვრელები დამსვენებელს ამ ყველაფერს სთავაზობენ. ბათუმი მიმზიდველი ქალაქია, ჩვენი სასტუმრო 5 ვარსკვლ ავია ნ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ეს ყველაფერი ერთად კი ხელს შეუწყობს დამსვენებლების მოზიდვას.
ჩვენ პოპულარიზაციას გვიწევენ, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში. თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჩვენი სასტუმრო ვებ გვერდზე www. Sheraton.com ან დარეკოთ ნომერზე ( +995 ) (222) 29000 ან 1–800–325–3535.
რა პირობებს სთავაზობთ ბიზნეს მოგზაურებს?
უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების საშუალებით ადვილი გახდა ბიზნესი ს წარმოება, მნიშვნელობა არ აქვს საქმის გამო მოგზაურობთ, თუ სიამოვნებისათვის. ჩვენი სასტუმროს ოთახები დამსვენებელს ბიზნესი სათვის ყველა საჭირო ტექნოლოგიით უზრუნველყოფს.
ჩვენს სასტუმროს აქვს ყველაზე დიდი დარბაზი მთელს ბათუმში-10000 კვ. მეტრზე მეტი, ეს დარბაზი იდეალურია ბიზნეს შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისათვის.
ჯავშნების გაკეთება უმეტესად ინტერნეტის საშუალებით ხდება, თუ ტურისტული სააგენტოების მიერ?
უფრო ხშირად ჯავშანს დიდი ორგანიზაციები აკეთებენ, კორპორაციული ჯგუფები. ინტერნეტით ჯავშანს ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს ამ რეგიონში. ხოლო, რაც შეეხება კერძო პირებს, ისინი უმეტესად რეკავენ და ისე აკეთებენ ჯავშანს.
რა არის სასტუმროს ნომრების საშუალო ფასი?
ფასები დამოკიდებილია ნომრის ტიპზე, ფასებია ასევე იცვლება სეზონურად, ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენი სასტუმროს ფასები სხვა 5 ვარსკვლ ავია ნ სასტუმროს ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.
შეცვლის თუ არა შერატონი ფასებს, როდესაც ბათუმში „რედიოსონი“ და „ჰილტონი“ გაიხსნება?
ვინაიდან ბათუმი მალე საერთაშორისო დანიშნულების აგილად გადაიქცევა, ჩვენ ბათუმში დამსვენებელთა ზრდას ველოდებით. რაც შეეხება ფასებს, ამას ბაზრის მოთხოვნა განსაზღვრავს. ფასების შემცირება უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.
რითია განსაკუთრებული „ შერატონი ს“ საწოლები?
2002 წელს „შერატონმა“ წარმოადგინა ახალი Sweet Sleeper საწოლი, რომელსაც ძვირფასი ზეწარი აქვს, ბუმბულის საბანი და ჰიპოალერგიული ბალიშები აქვს, ხოლო სპეციალური ლეიბი ეხმარება სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას, რათა უკეთესად შეძლოთ ღამე დაძინება. ეს სპეციალურად „ შერატონი სათვის“ შექმნილი საწოლია და თქვენ მას მხოლოდ ჩვენს სასტუმროში ნახავთ.
ამჟამად რამდენი ადამიანია დასაქმებული "შერატონში"? მათი უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია? რამდენი უცხოელია თქვენთან დასაქმებული?
ბათუმში ჩვენ დაახლოებით 228 სამუშაო ადგილი შევქმენით, დასაქმებულთაგან მხოლოდ 4 % – ია უცხოელი.
რა იყო ძირითადი კრიტერიუმები თანამშრომლების შერჩევისას?
ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლები აგვყავს სამუშაოდ. ჩვენი მენეჯერები პროფესიონალები არიან, რომლებიც სხვადასხვა 5 ვარსკვლ ავია ნ სასტუმროებში მუშაობდნენ.
Related Stories