
სვანეთი, რომელიც მიმზიდველი ადგილია როგორც ალპინისტებისათვის ზაფხულში,
ასევე ზამთარში მოთხილამურეთათვის , ახლა თავს მოიწონებს ახალი სასტუმრო
“თეთნულდით”.
სასტუმროს მფლობელები გვპირდებიან, რომ რეგიონს მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის დასასვენებელ ადგილად აქცევენ.
თეზო ჯაფარიძემ, თედო ჟორჟოლიანმა და ნოდარ საფირმა, რომლებიც წარმოშობით სვანეთიდან არიან, ახლახანს გახსნეს პირველი თანამედროვე სასტუმრო მესტიაში. “თეთნულდი”, რომელიც ყველა სხვა სასტუმროზე უკეთეს სტანდარტებს გვთავაზობს რეგიონში, აშენდა ძველი საბჭოური ტიპის დასასვენებლი ნაგებობის ბაზაზე. “დასახელება იგივე იყო საბჭოთა პერიოდშიც-თეთნულდი” –აცხადებს თეზო ჯაფარიძე, სამი პარტნიორიდან ერთ-ერთი. “ დასახელება არ შეგვიცვლია, რადგან სასტუმროს ეს სახელი ახლოს მდებარე მთის გამო დაერქვა”.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ინარჩუნებს მისი წინამორბედის სახელწოდებას, მიზანი განსხვავებულია. “ეს არის პირველი სასტუმრო სვანეთში, რომელიც ავითარებს ძველი საბჭოეთისგან გასხვავებულ სტანდარტებს”-განაცხადა გიორგი გოცერიძემ, სათხილამურო კურორტთა განვითარების კომპანიის მფლობელმა და სვანეთის ერთგულმა ტურისტმა. “მართლაც ძალიან სასიამოვნოა სუფთა ოთახი, კომფორტული საწოლი, ლამაზი ავეჯი, და შესანიშნავი ხედი ფანჯრიდან”.
გოცერიძე ამბობს რომ ამ ადგილის თაყვანისმცემელი გახდა და სასტუმროში შემოთავაზებულ კერძებს და ბარს საუკეთესოდ ახასიათებს. “ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ თითქოს ხართ მესტიაში, თუმცა ამავდროულად სადმე ძალიან კარგ კურორტზე” –აცხადებს იგი. “მართლაც რომ ძალიან მომწონს ეს სასტურმო და ფასებიც ხელმისაწვდომია”.
ფასები მერყეობენ 120 იდან 180 ლარამდე ღამეში. სასტუმროს აქვს 35 ოთახი 70 საწოლით. მიუხედავად იმისა რომ თეთნულდი 15 ივნისიდან გაიხსნა, იგი უკვე მოემსახურა 100 მდე დამსვენებელს, ძირითადად უცხოელ ტურისტებს.
თეთნუდლის მშენებლობა დაფინანსდა საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ. ეს 30 აშშ მილიონი დოლარის კაპიტალი, ფონდის ოფიციალური საიტის ცნობით, გამიზნულია ხანგრძლივი და ზრდაზე ორიენტირებული ინვესტიციებისათვის პატარა და საშუალო ბიზნესში თბილისის რეგიონებში. ფონდი დაარსდა “საქართველოს მილენიუმის გამოწვევის” მიერ.
“სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ადგილია საქართველოში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლებისათვის”, განაცხადა საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა. “როგორც პროექტის მხარდამჭერები, მივიჩნევთ, რომ სასტუმროს გააჩნია დიდი პოტენციალი სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი დაიწყო, რათა აგვეთვისებინა მანამდე გამოუყენებელი შესაძლებლობები რეგიონში“.
ფონდის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა რომ ორგანიზაცია ელის სასტუმროს წარმატებას როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ტურისტებში, ამასთანავე ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მომსახურების განვითარებას. საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა “თეთნულდის” პარტნიორებისგან შეთავაზებული წინადადება მიიღო, რადგან მათი საერთო შეხედულებები ემთხვეოდა ტრადიციული სამთო ნაგებობის მშენებლობის საერთაშორისო მოთხოვნებს.
პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილ მა სასტუმრო ჯერ კიდევ მისი მშენებლობის პერიოდში2009 წლის 31 დეკემბერს მოინახულა. ჯაფარიძის გნცხადების მიხედვით, თეთნულდის ნახვამ პრეზიდენტს უბიძგა სათხილმაურო ტრასისა და საბაგიროს მშენებლობის ორგანიზებისკენ. ამ წამოწყების განხორციელებას ამჟამად თვალყურს ჯაფარიძე ადევნებს. ახალი საბაგიროს გახსნა იგეგმება 1 ოქტომბერს.
“საბაგიროს დასრულების შემდეგ ჩვენ კიდევ ვგეგმავთ მშენებლობებს მომავალი წლისათვის”- აცხადებს ჯაფარიძე, “სვანეთი ისეთი ტიპის კურორტია, თხილამურებზე სრიალი შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში”. გარდა ამისა, ჯაფარიძე და მისი პარტნიორები გეგმვენ თითო მცირე სასტუმროს აშენებას საბაგიროს თავში და ბოლოში. ამგვარი გზით აპირებენ გაზარდონ ტურისტთა რაოდენობა რეგიონში.
ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი ჩემპიონი თხილამურებით სრიალში, და მისი პარტნიორები, ასევე ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენები, დღესაც მიყვებიან სათხილამურო სპორტს და აგებენ სათხილამურო ბილიკს ტურისტებისთვის. რეგიონი ჯაფარიძის განცხადებით ტურისტთა დიდ რაოდნებოას ელის.
“ ჩვენ მოგვოწნს თხილამურებზე დგომა და დღესაც კი ვაგრძელებთ ამ სპორტს”-განაცხადა ჯაფარიძემ. “ სვანეთი ისეთი ადგილია, რომ აქ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაც კია შესაძლებელი, უბრალოდ საჭიროა მეტი ორგანიზება, საბაგიროსა და სხვა ნაგებობების მშენებლობა .
ასეა თუ ისე, სასტუმრო ახერხებს უცხოელი და ადგილობრივი ტუსიტების მიზიდვას. სასტუმროში მუშაობს დაახლოებით 25 ადამიანი. ამას გარდა, 60 იდან 70 მდე ადამიანი ჩრთულია პროექტებსი, რომლებიც დაკავშირებულია სასტუმროსთან, როგორებიცაა გზისა და საბაგიროს მშენებლობა . ორივე რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უმუშევრობას სვანეთში, რომელიც 80 პროცენტს აღწევს.
კითხვაზე, გამოთიშავდა თუ არა ბაზრიდან სასტუმრო უფრო მცირე სასტუმროებს და მსგავსი ტიპის დაწესებულებებს, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ რაც მეტი სასტურმო იქნება რეგიონში, მით მეტი ტურისტის მომსახურებას შეძლებს რეგიონი და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
თეთნულდის მშენებლობა დაიწყო 2008 წლის 20 აგვისტოს, რუსეთისა და საქართველოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ს დაწყება ჯაფარიზისა და მისი პარტნიორებისათვის უპრობლემო წამოწყება იყო, მაღალმა გადასახადებმა გამოიწვია დაბრკოლებები. “სვანეთი გადასახადებისგან თავისუფალი უნდა იყოს”-აცხადებს ჯაფარიძე “ახლა სვანეთში არ უნდა არსებობდეს გადასახადები, ეს ახალი კურორტია, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას, და ასი პროცენტითაა იმის აუცილებლობა, რომ გადასახადები მოიხსნას”
Related Stories