დღეიდან, 23 აგვისტოდან ავია კომპანია "სიბირი" (S7 Airlunes)
მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ავია რეისებს განაახლებს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათას შესრულდება. რუსული ავია კომპანია მგზავრებს AIRBUS A 319 ტიპის ხომალდით მოემსახურება.
მოსკოვიდან რეისი მოსკოვის დროით 10:25 საათზე შესრულდება, თბილისში ჩამოფრენის დრო კი 13:10 საათია. თბილისიდან თვითმფრინავი 14:00 საათზე (თბილისის დროით) გაფრინდება და მოსკოვოს აეროპორტში 16:50 (მოსკოვის დროით) საათზე დაეშვება. ბილეთის ფასი ორივე გზაზე, დაახლოებით, 500 დოლარის ფარგლებში ეღირება. როგორც საქართველოს ერთიან ადმინისტრაციაში განმარტავენ, თავის მხრივ, ავია კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ასეთივე სიხშირით - კვირაში სამჯერ რუსეთში იფრენს.
პირდაპირი რეისები თბილისსა და მოსკოს შორის ორი წლის წინ, 2008 წელს აგვისტოში შეწყდა და დროის ამ მონაკვეთში პერიოდულად სრულდებოდა ჩარტერული რეისები - მეტწილად სადღესასწაულო დღეებში. ამჯერადაც ლაპარაკი მხოლოდ ჩარტერული ავია მიმოსვლის გააქტიურებაზეა და არა - ინტენსიური ფრენების აღდგენაზე.
სწორედ ამიტომ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო საქართველოსა და რუსეთს შორის 23 აგვისტოდან რეგულარული ავია მიმოსვლის აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 18 აგვისტოს "რია-ნოვოსტიმ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როსავიაციამ რუსულ ავია კომპანია "სიბირს" თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავია რეისების განხორციელების ნება დართო, თუმცა საუბარია ჩარტერულ რეისებზე, რომელსაც "სიბირი" და ქართული “ აირზენა ” შეასრულებენ.
ჩარტერული რეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემაც დაადასტურა. თავიდან იგეგმებოდა, რომ ქვეყნებს შორის ფრენებს " აირზენა " განახორციელებდა, აგვისტოს ბოლოს კი – "სიბირი". თუმცა, ბილეთებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად ორივე კომპანიის მიერ ჩარტერული რეისების პარიტეტულ საფუძველზე შესრულების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების
ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების
ვებგვერდზე.
Related Stories