მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

„მარიოტი“ საქართველოში ქსელს აფართოებს

ავტორი ქეთი ჩხიკვაძე, The FINANCIAL

26/11/2010 16:47 (543 დღე 16:47 minutes ago)

---------------.jpg
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

ახალი მესამე „მარიოტი“ გათვლილი იქნება მათთვის, ვინც საქრათველოში  დიდი ხნით ჩამოდის და დედაქალაქში დარჩენა სურს. „ ოთახების დიზაინი ისე იქნება მოწყობილი, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს როგორც სახლში და არა სასტუმროში. ჩვენ მათ  „მარიოტის“ უმაღლესი დონის მომსახურებით ვუზრუნველყოფთ, სადაც სტუმრებს სრული კომფორტი ექნებათ,“ გვითხრა სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ და „ქორთიარდ მარიოტის“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ტოგონიძემ.

„თბილისი მარიოტი“ ყოველწლიურად 60,000 სტუმარს მასპინძლობს. ისინი ამერიკიდან, ევროპიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. მათი უმრავლესობა, ვინც "მარიოტში" ჩამოდის  მაღალი რანგის სტუმრები და დელეგატები არიან, ხოლო „ქორთიარდი“ პოპულარულია უფრო ტურისტებისა და ბიზნესმენებისათვის.

„მარიოტის“ შემოსვლამ ბაზარზე საკმაოდ დიდი ძვრები გამოიწვია. თვითონ საქართველოს ბაზარზე, როდესაც ასეთი კომპანია შემოდის, ის ქვეყნის იმიჯს  ჩამომსვლელი ტურისტისა და ბიზნესმენისთვის ბევრად უფრო მისაღებს ხდის.

– როგორია „თბილისი მარიოტის“ მთავარი სტრატეგია და მიმართულება საქართველოში? რამდენად შეიცვალა გეგმები და სტრატეგიები ასევე მარკეტინგული მიმართულებები ბოლო წლების განმავლობაში?

–„მარიოტის“ ფილოსოფიას რამოდენიმე საფუძველი აქვს, რაც აუცილებელია წარმატებისათვის:  ჩვენს თანამშრომლებზე, სტუმრებზე, მფლობელებზე, მეწილეებზე ზრუნვა. „მარიოტის“  ფილოსოფია უბრალოდ მარტივ გარემოებას ემყარება. პირველ რიგში, შენ უნდა გყავდეს შენი სტუმარი და მომსახურე პერსონა ლი ბედნიერი. თუ მომსახურე პერსონა ლი არ არის ბედნიერი და არ უყვარს ის საქმე რასაც აკეთებეს, ამას სტუმარი მარტივად იგრძნობს . შესაბამისად, სტუმარი რომ იყოს ბედნიერი, მომსახურე პერსონა ლი უნდა იყოს ბედნიერი. ჩვენ გვიხარია, რომ მივაღწიეთ იმას, რომ სასტუმროში არის ოჯახური გარემო, მიუხედავად იმისა რომ 300 – ზე მეტი თანამშრომელი გვყავს.

ჩვენთან სტუმრის კმაყოფილების ინდექსი ძალიან მაღალია. ევროპაში „მარიოტის“ 170 სასტუმროს შორის მეორე ვართ სტუმართა კმაყოფილების ინდექსით. როდესაც სასტუმროდან სტუმარი კმაყოფილი მიდის, მას უჩნდება სურვილი, რომ როდესაც დაბრუნდება საქართველოში ის კვლავ ჩვენს სასტუმროში გაჩერდეს.

– რა გავლენა იქონია „მარიოტის“ ბიზნესზე საქართველოში სხვა საერთაშორისო ბრენდების გამოჩენამ?

– თუ უფრო ვიწრო განხრით შევხედავთ, რა თქმა უნდა კონკურენცია რთულია იმ პერიოდში, როდესაც მიწოდება იზრდება 2-3 ჯერ და მოთხოვნა არაპროპორციულად იზრდება. თბილისში „რადიოსნის“ შემოსვლით 4-5 ვარსკვალიანი სეგმენტი ერთი ორად გაორმაგდა, მაგრამ  მოთხოვნა ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისა არ გაორმაგებულა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაღაც სირთულეებს წავაწყდით. თუმცა, მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხი, მცირე დეტალებისადმი უფრთხილესი დამოკიდებულება ჩვენ დაგვეხმარა იმაში, რომ ბაზარზე ჩვენი წილი გაგვეზარდა.

მაგრამ  აქ არის კიდევ მეორე და უფრო გლობალური ასპექტი ქვეყნის ინტერესებიდან და ბიზნესი დან გამომდინარე, რომელიც ერთგვაროვანად დადებითად უნდა შეფასდეს. რაც უფრო მეტია ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდი, ეს ქვეყანაში ჩამოსული ინვესტორისა და ბიზნესი სათვის კარგად აისახება. ახალი მშენებლობები, ახალი ინვესტიციები, ტურისტებისთვისა და ბიზნესმენებისთვის სტიმულია იმისა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში და თანხა დააბანდოს, განვითარდეს ის სექტორები, რომლებიც ქვეყანაში განუვითარებელია.

გარდა ამისა, საქართველოს გეოპოლიტიკურად  საკმაოდ საინტერესო მდებარეობა აქვს. თბილისსა და ბათუმს აქვს იმის პოტენციალი, რომ იქცეს  პატარა და საშუალო კონგრესების , შეხვედრების , სემენიარების ადგილად.

– როგორ შეიცვალა „მარიოტის“ ბიზნესი "ქორთიარდ მარიოტის" გახსნის შემდეგ?

– „ქორთიარდის“ გახსნის შემდეგ ჩვენ ყველა სეგმენტი მოვიცვით.  „მარიოტი“ თუ  უფრო მდიდრულ სასტუმროდ ითვლება, ქორთიარდი ითვლება უფრო ბიზნეს სასტუმროდ. შესაბამისად მოქნილია და მარტივი, ბიზნესმენს შეუძლია შევიდეს სასტუმროში და თავისი საქმე გააკეთოს, ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც „ქორთიარდი“ სთავაზობს და წავიდეს უფრო კმაყოფილი და ბედნიერი.  „მარიოტის“ პოზიციონირება ცოტა განსხვავებულია, ის გათვლილია უფრო VIP სტუმრებისთვის.

სასტუმროს წლების განმავლობაში უცხოელი მენეჯერი ხელმძღვანელობდა, ამჟამად, კი მას სათავეში ქართველი პროფესიონალი უდგას. რამ განაპირობა ეს ცვლილება?

– როდესაც 2002 წელს სასტუმრო გაიხსნა , ტურიზმის სექტორი ძალიან დაბალ დონეზე იყო. შესაბამისად, საწყის ეტაპზე გამოცდილი კადრები საქართველოში ნაკლებად მოიძიებოდა.როდესაც კომპანია გაიხსნა, დირექტორთა საბჭოში 1–2 ქართველი იყო, დანარჩენი უცხოელი. ამჟამად მხოლოდ ერთი უცხოელი გვყავს და დანარჩენი ქართველი.

ქართველი ხალხი ძალიან ნიჭიერი, მშრომელი ხალხია და აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფად ისწავლონ. ჩვენ სამსახურში გვყავს კადრები, რომლებიც გახსნის დღიდან აქ მუშაობენ და იმსახურებენ წინსვლას. „მარიოტი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც თანამშრომლებს სწრაფად განვითარების და წინსვლის საშუალებას აძლევს.

– როგორი იქნება 2011 წელი „მარიოტისთვის“?

– 2011 წელი სასტუმროების ბაზრისთვის არ იქნება იოლი წელი, რადგან ბაზარზე მათ კიდევ ერთი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ შენმოუერთდათ. ასე რომ კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება. კონკურენტის შემოსვლა გრძელვადიან პერიოდში  უფრო დადებითად აისახება ქვეყანაზე. ძირითადად, 2011 წელს ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ და იმედი გვაქვს ასე გაგრძელდება.

– თქვენი აზრით, რა ცვლილებების გატარებაა სავალდებულო მოკლე დროში საქართველოში ტურისტების რიცხვის გასაზრდელად?

– ჩემი აზრით, მსოფლიო ში ადამიანების ბევრი კატეგორიაა, რომელთაც  საქართველოში ჩამოსვლის დიდი სუვილი აქვთ. არიან უამრავი ჯგუფები, ბიზნესმენები, ტურისტები, რომლებმაც ამოწურეს რესურსი, ყველგან არიან ნამყოფი, პარიზში, ნიუ იორკში და ა.შ. ეს ადამიანები ახალ და საინტერესო ადგილებს ეძებენ, სადაც შეიძლება წავიდნენ და დაისვენონ.

იმისთვის, რომ წლიდან წალმადე უფრო ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში,  ამას სჭირდება შემდეგი 3 რამ : პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, რომელიც სახეზეა. კიდევ ამას სჭირდება უფრო მეტი ხელმისაწვდომი საერთაშორისო ფრენები  საქართველოში. უკეთესი მომსახურება სასტუმროების, ტურ –ოპერატორებისა და დამხვედრი ორგანიზაციების მხრიდან.

– რამდენი ადამიანია დასაქმებული "მარიოტ თბილისში" და „ქორთიარდ მარიოტში“?

– „მარიოტში“ სულ 300 ადამიანია დასაქმებული. 60 % „თბილისი მარიოტში“ და 40 % „ქორთიარდ მარიოტში“.

1975 წელს მერიოტმა გახსნა პირველი სასტუმრო ევროპაში, რომელიც იყო ამსტერდამში. იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც 1975 წლიდან 2010 წლამდე გაიხსნა, ევროპაში მომავალი 5 წლის მანძილზე გაორმაგდება.

– რა არის საშუალოდ ოთახების ფასი? და სთავაზობთ თუ არა ფასდაკლებებს კლიენტებს?

– „თბილისი მარიოტის“ ოთახის ფასი 265 დოლარია + დღგ. რომელშიც საუზმეც შედის . ხოლო „ქორთიარდის“ნომრის ღირებულება  225 დოლარია + დღგ.  ფასები განსხვავებული სეზონის მიხედვით. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ არის ფასდაკლებებიც.

– როგორია პრეზიდენტის სუიტი „მარიოტში“?რა განასხვავებს მას სხვა პრემიუმ სასტუმროსგან?

– "მარიოტის" საპრეზიდენტო ოთახი არის ყველაზე პრესტიჟული და ლამაზი საქართველოში არსებულ სხვა სასტუმროების ოთახებს შორის. მას არ აქვს ანალოგი.  ეს არის ოთახი, სადაც პრეზიდენტი ბუში და ყველა სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტი დარჩენილა. ოთახი სასტუმროს მე 6 სართულზე მდებარეობს, მას 200 კვ. მეტრი უზარმაზარი აივანი არტყავს გარშემო, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები იშლება. ეს არის ოთახი, სადაც ყველა პირობაა, იმისთვის შექმნილი, რომ სტუმარმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. საპრეზიდენტო ოთახის ღირებულება ერთი ღამით 1,200 დოლარია + დღგ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group