
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოს წამყვანი ტურ – ოპერატორი „ინტერკონტინენტალი“ ზამთრის
პერიოდში ეგვიპტის მიმართულებით ტურისტების რაოდენობის 20–30 % –იან ზრდას
ელოდება.
კომპანია შარშან, ზამთრის პერიოდში, 1,300 ადამიანს მოემსახურა. ტურ–ოპერატორის „ინტერკონტინენტალის“ გენერალური დირექტორი ნინო მახვილაძე FINANCIAL - ს კომპანიის საინტერესო სიახლეების შესახებ ესაუბრა.
ზამთრის პერიოდისათვის „ინტერკონტინენტალი“ ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს – ეგვიპტე, ტაბა. კურორტი წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ქვიშის სანაპიროთი გამოირჩევა. მისი რიფები მთლიანად ათვისებული არ არის და ძალიან საინტერესოა.
„ტაბა გამოირჩევა იმით, რომ აქ ზღვა და მთა ერწყმის ერთმანეთს, რაც იშვიათობაა ეგვიპტეში. უფრო მეტიც, ტურისტებს საშუალება აქვთ ისრაელი და იორდანია მოინახულონ. თვითონ კურორტიც ძალიან განსხვავებულია სხვა კურორტებისაგან და მაღალი დონის სასტუმროების უფრო ფართო არჩევანია, ვიდრე შარმ-ელ-შეიხში. მომსახურების დონეც საკმაოდ მაღალია და უფრო მაღალი ტემპერატურაა ვიდრე სხვა ქალაქებში,“ გვითხრა მახვილაძემ.
ტაბას ფასები რადიკალურად განსვავებული იქნება შარმ-ელ-შეიხის ფასებისაგან.
„ ეგვიპტე უძველესი ქვეყანაა და ერთი მოგზაურობით შეუძლებელია ყველაფრის ნახვა. ძალიან მნიშვნელოვანია კაიროსა და ალექსანდრიის მონახულება. ასევე, ძალიან საინტერესოა ლუქსორისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიების ნახვაც. კრუიზი ნილოსის მდინარეზე მოიცავს ისტორიული ქალაქებისა და ძეგლების ნახვას ,აგრეთვე უძველეს ტერიროტიებსაც, რომლებსაც ძველი ეგვიპური სტილი აქვთ შენარჩუნებული. კაიროში აუცილებლად უნდა ნახონ პირამიდები, სფინქსი, პაპირუსის ქარხანა და მუზეუმები.
– სხვა რომელ ქვეყანას სთავაზობს „ინტერკონტინენტალი“ ეგზოტიკის მოყვარულებს?
– მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ინდოეთის, ტაილანდის, მალდივების მიმართულებით, აგრეთვე კუბის მიმართულებით, რომელიც „ინტერკონტინენტალის“ სავიზიტო ბარათია.
ყველა ქვეყანა საინტერესოა თავისი განსხვავებული მენტალიტეტითა და ცხოვრების წესით. მალდივები სანაპიროებით გამოირჩევა, თავისი მუდმივი 27–28 გრადუსი ზღვის ტემპერატურით. საფრანგეთის პოლინეზიაც შეუდარებელია. ტაილანდი თავისი ეგზოტიკური სანახაობებით გამოირჩევა. ასევე კუბაც განსაკუთრებულია თავისი ეგზოტიკით, სადაც ისევ ძველმოდური მანქანები დადიან, იქ ჯერ კიდევ კომუნიზმია. ხალხი კუბაში ძალიან თბილი და მხიარულია, მიუხედავად იმისა, რომ მათი საშუალო ხელფასი მხოლოდ 20 დოლარს შეადგენს.
– ევიპტეს გარდა სად ურჩევთ დასვენებას ზამთარში, ცხელი მზის და ზღვის მოყვარულებს?
– მალდივები და კარიბის სანაპიროები იდეალური ზამთრის კურორტებია. ძალიან ძნელია მათ შორის არჩევანის გაკეთება, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი ინდივიდუალური შარმი და სილამაზე &submit=Search&searchphrase=exact&ordering=newest"> სილამაზე აქვს.
ეგვიპტის მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში ჩარტერული რეისები გვაქვს, რაც მომხმარებლის დროსა და ფულს ზოგავს. ჩარტერის შემთხვევაში ბილეთების ფასი ბევრად დაბალია.
ევროპა ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მთელი წლის განმავლობაში. ბოლო დროს, შარმ-ელ-შეიხი და ეგვიპტე ზამთრისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია.
წარსულში, ქართველი მომხმარებლისათვის არდადაგების წინასწარ დაგეგმვა არ იყო სახასიათო. თუმცა, წელს ჩვენ სრულიად განსხავებული სიტუაცუია გვაქვს. მოგზაურების მოყვარულებმა წინასწარ დაიწყეს საზამთრო არდადეგების დაგეგმვა, რაც კარგია როგორც მათთვის, ასევე კომპანიისათვისაც. წინა წლებში, კლიენტები გამგზავრების ბოლო წუთს გვაკითხავდნენ და პრობლემებსაც აწყდებოდნენ.
– რომელი ტურები იყო ზაფხულის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი?
– თურქეთი წლების განმავლობაში ყოველთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო, თუმცა ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ტურ–ოპერატორები არ სთავაზობდნენ სხვა მიმართულებებს. წელს, ძალიან პოპულარული გახდა ეგვიპტის კურორტი ჰურგადა.
ევროპის მიმართულებებიდან საფრანგეთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, შემდეგ მოდის იტალია. კუბაზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება.
– რომელ ქალაქებში გამგზავრებას ურჩევთ ახლადდაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც შობა-ახალი წლის რომანტიულ გარემოში შეხვედრა სურთ?
– საქორწინო მოგზაურობისათვის ჩვენ ყველას ვურჩევთ პარიზს. ჩვენგან ბევრი წყვილი მიდის პარიზში. ბოლო წლების განმავლობაში ახლადდაქორწინებულებისათვის საკმაოდ პოპულარული გახდა პრაღაში გამგზავრება.
„ინტერკონტინენტალი“ ახლადდაქორწინებულებს სპეციალურ საჩუქრებს უკეთებს, როგორიცაა ოთახის დეკორაცია, მისალოცი ბარათი და ქართული ღვინო.
– გამარტივდა თუ არა ვიზების გაცემის პროცესი შენგენის ქვეყნების საკონსულოებში? რამდენად ხშირად ექმნებათ თქვენს მგზავრებს პრობლემა ტურისტული ვიზის მიღებისას?
– მე ვერ ვიტყოდი რომ შენგენის ვიზის აღება გამარტივდა საკონსულოებში, რადგან იგივე პროცედურების გავლა და იგივე დოკუმენტაცია გვჭირდება, როგორც ადრე იყო.
თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი კლიენტები დიდ პრობლემებს აწყდებიან საკონსულოებში ვიზის აღებისას. ვინაიდან, ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია მუშაობს შენგენის საკონსულოებთან, ჩვენ თვითონ ძალიან ყურადღებით ვექცევით იმ ტურისტებს, ვინც ევროპაში მიემგზავრებიან და ვამოწმებთ, რომ ნამდვილად ტურისტული მიზნით მიდიან.
– შეიცვალა თუ არა მგზავრების მოთხოვნები ბოლო ორი წლის განმავობაში? რას აფასებენ დღევანდელიმოგზაურები უფრო მეტად?
– დღეს, მგზავრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი და კომფორტი. როდესაც ზღვის კურორტებს ირჩევენ, ქართველი ტურისტები ყოველთვის ცდილობენ ისეთი ადგილები აირჩიონ, რომელიც პირველ ზოლშია განთავსებული.
შემოგყავთ თუ არა ტურისტები საქართველოში? თუ კი, რომელი ადგილები და ქალაქები იზიდავთ ძირითადად მათ?
„ინტერკონტინენტალი“ საქართველოში უცხოელ ტურისტებს უმასპინძლებს. თუმცა რაღაც საკითხები კვლავ გადასაწყვეტია.
საქართველოში უამრავი ადგილია სანახავი სვანეთი, თუშეთი, თბილისი და კახეთი. მოთხილამურეებისათვის გუდაურია შესაფერისი ადგილი, რომელიც თავისი სათხილამურო ტრასებით გამოირჩევა. გარდა ამისა, საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არ ვიცით.
– თქვენი აზრით, რა ფაქტორებია ჯერ კიდევ გამოსასწორებელი საქართველოში იმისთვის რომ ტურისტული ბიზნესი განვითარდეს?
– ინფრასტრუქტურა კიდევ უნდა განვითარდეს. ძალიან საინტერესო ადგილებია მთებში, განსაკუთებით, თუშეთსა და სვანეთში. ზამთრის პერიოდში ამ ადგილებში გადაადგილება ძალიან რთულია.
– რამდენად ადეკვატურია საქართველოში სასტუმროებისა და ავია ბილეთების ფასები?
– მე მიმაჩნია რომ საქართველოში ფასები აბლოლუტურად არაადეკვატურია. ბოლო პერიოდში, ბაზარზე დაბალფასიანი ავია კომპანიები შემოვიდნენ, რამაც ფასების ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ფასები მაინც არ არის მისაღები. უცხო ქვეყნებში არსებული მაღალი ხარისხის სასტუმროების ფასები უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში არსებული მსგავსი სასტუმროებისა.
Related Stories