|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მესტიის ახალ აეროპორტში, ახალი ათას ას მეტრიანი ასაფრენი ბილიკით, რომლის
მშენებლობა ც სახელმწიფოს რვა მილიონი ლარი უჯდება, დეკემბრის ბოლოსთვის,
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან რეგულარული ავია რესები დაინიშნება.
უკვე შერჩეულია გადამზიდავი - კანადური ავია კომპანია „კენ ბორეკ ეარი“. ზამთრის პერიოდში კანადელები აღნიშნულ რეისებს 19 ადგილიანი, კანადური წარმოების „დე ჰევილენდ დეჰაშესი ექვსი“ ტიპის თვითმფრინავით მოემსახურებიან. თბილისიდან მესტიაში ფრენის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება და ორჯერ, პარასკევსა და კვირა დღეებში განხორციელდება. ბილეთის ფასი ორივე მიმართულებით 150 ლარიდან დაიწყება. ქეთი ალექსიძე, „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ დირექტორი ამბობს, რომ კანადური კომპანია დიდი გამოცდილების მიხედვით შეირჩა
„შეირჩა კანადური კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება სწორედ რთული რელიეფის პირობებში ფრენებზე. პრაქტიკულად უკვე თვის ბოლოდან დაიწყება რეგულარული ფრენები მესტიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ტურისტების ნაკადის გაზრდას. კანადელები მესტიაში ახალი აეროპორტი ს მშენებლობის დასრულებისთანავე ჩავლენ. მათ უკვე შეისწავლეს რეგიონი. უკვე იმის მიხედვით რასაც გაეცნენ, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მოსწონთ და ძალიან მალე ტესტური ფრენებიც განხორციელდება.“
კანადური „კენ ბორეკ ეარი“ ერთ-ერთია, იმ ათეულობით უცხოური ავია კომპანიებიდან, რომლებმაც საქართველოში შემოსვლის სურვილი მიმდინარე წლის ბოლოსთვის ოფიციალურად დაადასტურეს. ასეთი გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირის ოცდაშვიდ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომლის შედეგად საქართველო ევროპის ერთიანი საჰარეო სივრცის წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია ამბობს, რომ ქართული ავია ბაზრით დაინრტერესებული უცხოური ავია კომპანიები ევროკავშირთან ღია ცის ხელშეკრულების გაფორმებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
„ეს არის ევროკავშირის ოცდაშვიდ ქვეყანასა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ერთიანი საჰარეო სივრცის შესახებ. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, ერთიანი ევროპული საჰარეო სივრცის სრულფასოვანი ნაწილი გახდება. რამდენიმე უცხოური ავია კომპანია, რომლებთანაც ეკონომიკის სამინისტროს დონეზე გვქონდა მოლაპარაკება, ერთ-ერთ ძირითად პირობად, საქართველოში შემოსასვლელად ევროკავშირთან სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა. ამ ხელშეკრულების გარეშე ისინი ქვეყანაში არ შემოდიოდნენ. ასეევ მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს შევიდა იმ ძალიან მცირე ქვეყნების რიცხვში, რომელთაც აქვთ ასეთი ხელშეკრულება ევროკავშირთან.“
უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მომავალი წლიდან თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ირლანდიური „რაინერ ეარი“, იტალიური „ალ იტალია“ და „მერიდიანა ფლაი“, ჩინური „ჩინა საუთერნ ეარლაინსი“, ისრაელის „ელ-ალ ისრაელი ეარლაინსი“ და „ისრაელის ავია ხაზები“ იფრენენ. ეს კომპანიები დაემატებიან ქართულ ბაზარზე წელს შემოსულ ხუთ ავია კომპანიას: რუსულ „ურალის ავია ხაზებსა“ და „სიბირს“, პოლონურ „ლოტს“, ირანულ „ატა ეარს“ და თურქულ „პეგასუსს“. დღეისათვის, საქართველოში 22 უცხოური და თხუთმეტი ქართული ავიოკომპანია დაფრინავს. თბილისის აეროპორტი დან მგზავრთა გადაზიდვა გასულ წელთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა. თუმცა აეროპორტი , რომელსაც წელიწადში სამ მილიონამდე მგზავრის მიღება შეუძლია მხოლოდ 750 ათასი მგზავრით იტვირთება. ქართული ავია კომპანიების დიდი ნაწილი ამის მიზეზად აეროპორტი ს ოპერატორის თურქული კომპანია „ტავ ჯორჯიას“ დაწესებულ ძვირ მოსაკრებელს ასახელებს. ავია კომპანია „სქაი ჯორჯიას“ პრეზიდენტი გიორგი კოდუა კერძოდ ამბობს
„სასურველი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა გადახედოს თავის ტარიფებს და მომსახურების სერვისს. აეროპორტი ს თურქულ ოპერატორს „ტავ ჯორჯიას“ უნდა რომ გახდეს ე.წ ავია ჰაბი, ანუ მოიზიდოს ბევრი უცხოური ავია კომპანია და გაზარდოს მგზავრთა ნაკადი. თუმცა თბილისის აეროპორტი ს ტარიფები ავია კომპანიებისთვის თითქმის მიახლოებულია ისეთი ევროპული ქვეყნების აეროპორტებისას, როგორებიც არიან - გერმანია, იტალია, საფრანგეთი. მე ვფქირობ, რომ ჩვენ როგორც ახალი ქვეყანა და ახალი აეროპორტი , რომელსაც აქვს რეგიონალური ავია ჰაბის გახდომის პრეტენზია და კავკასიაში მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადის მოზიდვის ამბიცია, უფრო მიზანშეწონილი იქნება აეროპორტი ს მოსაკრებელთა ფასები დავაგდოთ და ასე გავხდეთ უფრო მიმზიდველი უცხოური ავია კომპანიებითვის, პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში მაინც. და, როცა მოიმატებს მგზავრთა ნაკადი და ამ მაჩვენებლებით მივუახლოვდებით ევროპულ აეროპორტებს, მერე შეგვიძლია უკვე ავწიოთ ტარიფები. დღეს მაინც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს საგრძნობლად დაბალი და კონკურენტული ტარიფები. ყველას გვესმის რომ, ავია ჰაბი უნდა იყოს კონცენტრირებული ერთ წერტილში, ამ შემთხვევაში თბილისის აეროპორტში, სწორედ აქედან გამომდინარე, თურქულმა ოპრატორმა „ტავ ჯორჯიამ“ აიღო კიდევ ბათუმის აეროპორტი მმართველობაში, იმიტომ, რომ სრულად ეკონტრლებინათ ტარიფები და დღეისათვის, აეროპორტი ს მოსაკრებელთა ფასები მთლიანად არის რეგულირებული თურქების მიერ.“
საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული „ღია ცის“ პოლიტიკა ქართულ ავია კომპანიებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელსაც უმრავლესობა ადექვატურად ვერ პასუხობს. იგივე „სქაი ჯორჯია“ გაკოტრების პირას არის. თურქული“პეგასუსის“ მიერ დანერგილი ახალი „რევოლუციური ფასები“ კი ქართული ავია ციის ფლაგმანს „ აირზენა - ჯორჯიან ეარლაინსის“ სტაბილურობას ემუქრება. უკვე იანვრიდან „პეგასუსზე“ დაბალი ტარიფებით, საქართველოში თავის დამკვიდრებას ირლანდიური „რაინერ ეარი“ აპირებს. დღეისათვის, უცხოურ კომპანიებს ავია ბაზრის 80 პროცენტი უჭირავთ და ექსპერტთა შეფასებებით, ეს რიცხვი მომავალ წელს მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს.
სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული
რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.
Related Stories