ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

"აირზენა" ეგვიპტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

03/03/2011 13:28 (446 დღე 20:10 minutes ago)

airzena_copy.jpg
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

რადიო კომერსანტის ცნობით, ავია კომპანია " აირზენა " დღეიდან ეგვიპტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

 

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 3 მარტიდან ტურისტული კომპანიების დაკვეთით, ეგვიპტის კურორტ ტაბაში ჩარტერული რეისების შესრულება იწყება. რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. შეგახსენებთ: " აირზენა მ" ეგვიპტის მიმართულებით ფრენები ქვეყანაში არეულობების დროს დროს შეწყვიტა.

მსოფლიო მედიის ინფორმაციით,  პოლიტიკური არეულობების შემდეგ ეგვიპტეში ევროპელი ტურისტები ისევ იწყებენ ჩასვლას, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს: თუ დაძაბულობის პერიოდში კურორტების სასტუმროების 5% იყო შევსებული, ამჟამად ნომრების 10-12%-ია დაკავებული.

ტურისტული სააგენტოს “ინტერკონტინენეტალის” მარკეტინგის მენეჯერის ელჩინ მამედოვის ინფორმაციით, ეგვიპტის მიმართულებით  მოთხოვნა ისევ აქტუალურია და ბოლო დღეების განმავლობაში ტურისტების რიცხვმაც იმატა. მამედოვის თქმით, ტურისტების უმეტესობამ ამ ტურზე ჯავშანი კი არ მოხსნა, არამედ გადაავადა. ამის მიზეზი, მისი განცხადებით, ისაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ეგვიპტის ტურისტული მიმართულება უალტერნატივოა.

მსგავსი მოსაზრება აქვს “ლევონ თრეველის” ხელმძღვანელს თინა ზალდასტანიშვილსაც. მისი თქმით, ამ ფაქტორის გამო ეგვიპტის ტურზე მოთხოვნამ იმატა.

ტურისტული კომპანიების განცხადებით, ეგვიპტელმა პარტნიორებმა საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით აღადგინეს ურთიერთობები ქართულ ტურისტულ კომპანიებთან. გარდა ამისა, ფორსმაჟორული ვითარებისას იხსნება ჯარიმები, რამაც ქართული ტურისტული კომპანიების ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group