ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ამერიკული და ჩინური ავიაკომპანიები ევროკავშირის წინააღმდეგ ერთიანდებიან

28/03/2011 12:22 (421 დღე 21:17 minutes ago)

plane-1.jpg

ამერიკული კომპანიების შემდეგ ევროკავშირის გეგმებს, შეზღუდოს თვითმფრინავების მავნე გამონაბოლქვი, ჩინური ავია კომპანიებიც ეწინააღმდეგებიან და სასამართლოში ჩივილს აპირებენ, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ჩინეთის უმსხვილესი ავია კომპანიები – Air China, China Southern–ი და China Eastern–ი გეგმავენ, ევროკავშირს იმის გამო უჩივლონ, რომ ეს უკანასკნელი 2012 წლიდან გეგმავს, ავია ცია მთლიანად ჩართოს გამონაბოლქვის ემისიის კვოტების გაცვლის სქემაში. ამ სისტემის ამოქმედებით ევროკავშირში მიმავალი რეისებისთვის ჩინეთს წელიწადში 122 მილიონი დოლარის (800 მილიონი იუანი) გაღება მოუწევს, 2020 წელს კი ჩინური ავია კომპანიების ხარჯები 3 მილიარდ იუანს მიაღწევს.

სამი ჩინური ავია კომპანიის სარჩელს, შესაძლოა, კიდევ ერთი კომპანია – Hainan Airlines–ის შეუერთდეს.

მანამდე ევროკავშირის ინიციატივას უკანონო უწოდეს და მის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს აშშ–ის ავია კომპანიებმა, რომელთა მარშრუტებიც ევროკავშირის ტერიტორიას კვეთს. სარჩელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული სისტემა ავია გადამზიდავების უფლებებს ზღუდავს და ევროკავშირის მხრიდან ცალმხრივ ხასიათს ატარებს.
СО2–ის გამონაბოლქვის კვოტირების შემოღებას ევროკავშირი შემდეგი მექანიზმით აპირებს: მოცულობის 85%–ს ავია კომპანიები უფასოდ მიიღებენ, 15% კი აუქციონზე გავა. კომპანიებს შეუძლიათ, უფასო კვოტების გამოუყენებელი ნაწილი სხვა გადამზიდავებს მიყიდოს.

აღნიშნული ნორმა ვრცელდება არა მხოლოდ ევროპულ, არამედ სხვა კომპანიებზეც, რომელთა რეისები იწყება, სრულდება ან გადის ევროკავშირის ტერიტორიაზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group