„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აშშ-თან

ავტორი ელენე ბარათაშვილი, თბილისი, ამერიკის ხმა

06/05/2011 10:53 (382 დღე 22:47 minutes ago)

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

აშშ-ის მთავრობამ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ის ვიზების მაქსიმალური გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

 

” - ცვლილება ფაქტობრივად ყველა კატეგორიის ვიზებს შეეხო. ვიზების ნაწილის ვადა 1-დან 5 წლამდე, ნაწილის 1-დან -10 წლამდე გაიზარდა. იმედი მაქვს, ამ ცვლილების შედეგს უახლოეს თვეებში დავინახავთ” - აცხადებს  აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით ქართული მხარე  საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ნაბიჯს მიესალმება, ”ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია  საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროკავშირის შემდეგ გამარტივებული სავიზო რეჟიმი აშშ-ათანაც ამოქმედდება” -აცხადებს მინისტრი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი ვასილ ჭყოიძე აშშ-თან  სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ამბობს : ” - საქართველო და აშშ-ი  სტრატეგიული მოკავშირეები არიან , შესაბამისად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ხალხებს შორის კონტაქტი  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა  საქართველო და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო- შეთანხმების.

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის, ვისაც განათლების მიღება სურს აშშ-ი ,ან მუშაობა. ეს საკმაოდ დიდი შეღავათია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს გარკვეული წლების განმავლობაში იმუშაოს აშშ-ი და ეკონომიკურად წელში გამართული დაბრუნდეს სამშობლოში.”

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group