
ინტერპრესნიუსის ცნობით,
თურქული სასტუმროები უარს ამბობენ მომსახურების ALL INCLUSIVE სისტემაზე,
რომელიც უცხოელ, მათ შორის ქართველ ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავდა.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამგავრი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს საკურორტო ქალაქ ბოდრუმის სასტუმროებმა, რიგში დგანან ქემერი, ბელეკი და ანტალია.
სასტუმროების არგუმენტაცია შემდეგია - ALL INCLUSIVE ბევრ პრობლემას ქმნის: სასტუმროებზე განაწყენდნენ კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელები, რადგანაც ამ სისტემის მქონე სასტუმროები ტურისტებს მრავალჯერად კვებას უფასოდ სთავაზობენ, ეს კი, საკვებ ობიექტებს კლიენტებს უკარგავს.
მეორე და მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ სასტუმროებს თავადაც ძვირი უჯდებათ მობინადრეების გამოკვება.
გარდა ამისა, თურქეთმა გადაწყვიტა, მოიშოროს ყველაზე იაფი კურორტის სტატუსი, რის გამოც ტურისტების უმრავლესობა მხოლოდ საგზურს ყიდულობდა და ფულს მეტს არაფრისთვის ხარჯავდა.
Related Stories